თურქეთში 6 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ ოფიციალური მონაცემებით 3000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 15000-ზე მეტია, თუმცა ალტერნატიული წყაროები ადასტურებენ, რომ მსხვერპლი ბევრად მეტია და ნანგრევებს ქვეშ მოყოლილო ადამიანების ზუსტ რაოდენობას ვერც ერთი წყარო ვერ ადასტურებს. თურქი მსახიობები ინსტაგრამზე აქვეყნებენ პოსტებს, სადაც ხალხს სიმშიდისკენ, ხოლო მსოფლიოს თანადგომისკენ მოუწოდებენ.
ორმა ცნობილმა თურქმა მსახიობმა კაგრი ციტანაკმა და მელისა ასლი ფამუქმა სოციალურ მედიაში განაცხადეს, რომ მათი ოჯახის წევრები ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდნენ მიწისძვრის შემდეგ, რომელიც დაარტყა რამდენიმე ქალაქს სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში,
"დედაჩემი იქ იყო!"
"ბებიაჩემს სიარული არ შეუძლია, ის ნანგრევებშია გამომწყვდეული."
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მაშველები, მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ცდილობენ თურქეთში ჩასვლას და ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ.
ახლაც გრძელდება ბრძოლა სიცოცხლისთის, მიუხედავად დაბალი ტემპერატურისა, არსებობს იმედი, რომელიც არასდროს კვდება.
წყარო-CNN https://edition.cnn.com/middleeast/live-news/turkey-earthquake-latest-020623/index.html
ავტორი:მარიამ ვეკუა