Loading

საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების სამსახურში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების,მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის I კურსი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკა.

  • იმის შიშმა, რომ საყვარელ ადამიანებს შეიძლება შევუქმნათ საფრთე, გვაიძულა გვეთქვა უარი ყველაფერზე. პანდემიამ, ხალხის სიცოცხლესთან ერთად წაგვართვა იმედი, წაგვართვა სოციალური ურთიერთობები, გართობის შესაძლებლობა, სამსახური, წაგვართვა ხალხისთვის და ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი - კულტურა.
რა არის ქვეყანა კულტურის გარეშე ?!
თითოეული კულტურა განუმეორებელი სამყაროა, რომლის შიგნით არსებობს ადამიანის (ადამიანთა) სწორედ ასეთი დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისა და საკუთარი თავისადმი.
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ ხალხის სამსახურში რჩება და ქმნის სივრცეს, სადაც ხელოვანები იკრიბებიან.
სცენა - თეატრალური წარმოდგენისთვის განკუთვნილი ამაღლებული მოედანია.
მათი დანახული "სცენა" - ხელოვნების სიყვარულთან ასოცირდება.
  • შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ქართველი შემსრულებლების ჩანაწერები, ქართული ფილმები, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები და დაათვალიეროთ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები.
ხელოვნების ყველა მიმართულება ერთ სივრცეში.
აპლოდისმენტების გარეშე დარჩენილი არტისტები.

პანდემიის გამო, სახელოვნებო სფერო მოწყვეტილია შესაძლებლობას, ისარგებლოს გამოხატვის რჩეული ფორმებით, ამიტომ :

როცა ჩვენ ვერ მივდივართ, ის თვითონ მოდის ჩვენთან.
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი ონლაინსივრცეში სთავაზობს მაყურებელს ალტერნატივას, რომელიც ერთი მხრივ უკვე არსებული აუდიტორიის შენარჩუნებაში ეხმარება, მეორე მხრივ კი საშუალებას აძლევს მოიზიდოს სრულიად ახალი სეგმენტი.
  • პირველი არხი თავისი ახალი პროექტით, მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს ქართული კულტურის არქივს, ახალი სახეების აღმოჩენას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
საკუთარი რესურსით გადაღებული ფილმები, რომლებიც არხის ოქროს არქივად იწოდება.
სახლიდან მუზეუმში "ონლაინ ხეტიალი".
  • სპექტაკლის შემთხვევაში- გადამღები ჯგუფი მიდის ადგილზე: იღებს, ამონტაჟებს და აანონსებს გაშვების თარიღს. ხანგრძლივობით, როგორც ცოცხალი სპექტაკლის მსვლელობის დროა განსაზღვრული, ასევეა "სცენა"-ზეც. დასრულებისთანავე სპექტაკლი საიტიდან არხის არქივში ინაცვლებს, მიმოხილვა და მოკლე ვიდეო ანონსი კი, რჩება.
  • დაგეგმილი კონცერტები ლაივ ტრანსლირებით მოდის მაყურებელთან და გასვლის თარიღიდან , დაახლოებით ორი თვის შემდეგ ხდება მათი სრული ან ნაწილობრივი ატვირთვა.
ერთგვარი ილუზიის მომენტიც ექმნება გონებას და სახლში ჩვეული ფორმით ჯდომას ენაცვლება "გამოპრანჭვა", როგორც იმ დროს, როცა თეატრებში, კონცერტებზე, მუზეუმებსა თუ სხვა ღონისძიებებზე დავდივართ.
მიუხედავად იმისა რომ ცოცხალი დასწრება უკეთესი შეგრძნების მომტანია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მაინც აქტიურადაა დაინტერესებული პირველი არხის მედიაპლათფორმით.
  • განახევრებული ფასი არ ანახევრებს შეგრძნებებს, მაინც დიდი ემოცია მოაქვს და თან კომფორტულია საყურებლად, რადგან სახლიდან გაუსვლელად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს სეანსი.
  • მსგავსი პროექტი პირველია საქართველოში და იმის გარდა, რომ ეს ისედაც სიახლეს წარმოადგენს, ხალხს სჭირდება დრო მედიასაშუალებიდან მიიღოს ის ყველაფერი, რასაც ადრე თავად ცოცხლად ესწრებოდა.
მსოფლიოში არსებული ეპიდ-სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს გარდა მრავალი ქვეყანა დადგა კულტურის დაკარგვის საშიშროების წინაშე და მის გადასარჩენად ყველამ სხვადასხვა ხერხს მიმართა.
  • ბიბისის ხელოვნების პროექტი : "გავაგრძელოთ კულტურა პანდემიაში" , სადაც თავმოყრილია მთელი ქვეყნის თეატრებიდან, ძველი და ახალი წარმოდგენები , რომლებიც პირდაპირი ტრანსლაციით გადის მაყურებლების ტელევიზორებში.
თეატრი და კინო იყო ჩვენი კულტურის გული საუკუნეების განმავლობაში და კიდევ გავაგრძელებთ ამ ტრადიციას.
მსოფლიოში ამ თემაზე შემუშავებული პროექტებიდან საქართველოს პირველი არხის პროექტი სრულფასოვან სივრცეს გვთავაზობს, სადაც ვირტუალური ბილეთებით შეგვიძლია ხელოვნების სფერო გავხადოთ ხელმისაწვდომი და ამ პანდემიის ჟამს, როცა ყველაზე მეტად ზარალდება ხელოვნების სექტორი მივცეთ წინსვლა. ეს, როგორც კონკრეტული ინდივიდებს წაადგებათ, ასევე კულტურის წინსვლიას მიეცემა საშუალება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს უწვდის ხელოვნების სფეროს და თავის კალთას აფარებს მანამ, სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდება. სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ კი პლათფორმა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ქართული კულტურის ხალხისთვის გასაცნობად.

წყაროები:

Created By
Tikuna Dolidze
Appreciate