ახლა წელიწადის ის დროა, როდესაც ახალი იერის საძიებლად თმის შეჭრა ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა. სიცხე და თბილი ამინდი გიბიძგებთ, თქვენი გრძელი თმა შეიჭრათ და მისით გამოწვეულ დისკომფორტს დაემშვიდობოთ.
თმის სტილისტები წარმოგვიდგენენ ვარცხნილობებს, რომლებიც ზაფხულის ენერგიას ყველაზე მეტად ერგება:
ეს ვარცხნილობა განსაკუთრებით პოპულარული სოციალურ ქსელებშია. თმას საკმაოდ მოკლე სიგრძე აქვს და დიზაინიც განსხვავებულია, მაგრამ გრძელი თმის ღერებიც შენარჩუნებულია.
ვარცხნილობა რაღაც მხრივ 90-იანი წლების სტილს ჰგავს, 90-იანების მოდა კი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული პერიოდია.
არა მხოლოდ მოდური და ლამაზია, არამედ თქვენს ყელსა და კისერს იდეალურად დაიცავს ზაფხულის მწველი მზის სხივებისგან.
დახვეწილი კულულები, რომლებიც მარტივი მოსავლელია და ნებისმიერ სტილს უხდება.
თმის ეს სტილი განსაკუთრებით მიმზიდველი ფრანგი ქალებისთვისაა, რომლებიც სამსახურსა და სტილს ერთმანეთს მარტივად უთავსებენ და ვარცხნილობის შესარჩევად დიდი დრო და ენერგია არ სჭირდებათ.
წინა ვარცხნილობის მსგავსად, ეს მარტივი სტილი ელეგანტური და კომფორტულია ქალებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავ საქმესთან გამკლავება უწევთ.
ადამიანები ხშირად ეძებენ რაიმე საშუალებას, რაც მათ მრგვალ სახეს ფორმას შეუცვლის და უფრო მოგრძო ფორმას მიანიჭებს. სინამდვილეში, სწორი ვარცხნილობის შერჩევა სახის მოყვანილობის შეცვლის მთავარი გასაღებია.
სტილისტები გვირჩევენ, რომ მრგვალი სახის შემთხვევაში შევარჩიოთ ვარცხნილობა, რომელიც ჩვენს სახეს და ნიკაპს დაფარავს და ოდნავ უფრო გრძელი იქნება, რათა ლოყების ნაწილს და ყბის ძვალს ნაკლებად შესამჩნევი და ოვალური ფორმა ჰქონდეს.
როგორ ვარცხნილობებს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები ამ პრობლემის მოსაგვარებლად:
მაგრამ, თუ ამ ზაფხულს თმის ფერის შეცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში და გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან, რადგან შეცვლილი თმის ფერი უნდა უხდებოდეს თქვენს თვალის ფერსა და სახის კანს.
თუ თქვენ გაქვთ შედარებით ღია კანის ფერი, სცადეთ ყავისფერი და მისი მსგავსი ტონალობები, მუქი კანისთვის კი შავი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი
არსებობს მიზეზი, რის გამოც ცნობილი სახეები გამოიყურებიან ისე, თითქოს ყოველდღიურად იღებავენ თმას. სინამდვილეში, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ ბზინვარება, რომელსაც მათი თმა მზის ზემოქმედების ქვეშაც კი ინარჩუნებს, თმის სწორად შეღებვის ტექნიკის შედეგია.
ეს ხრიკი გასაღებია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თმა ბუნებრივად და ჯანსაღად. ეს ტექნიკა მოიცავს პატარა, ღია ფერის ხაზებს, რომლებიც არის უფრო თხელი, ვიდრე კლასიკური ხაზები, რომლებსაც ქალები თმის შეღებვის დროს იყენებენ. ისინი ანიჭებენ თმას ბზინვარე ეფექტს, ვინაიდან დომინანტი ფერისგან განსხვავებით, უფრო ღია და კაშკაშა ფერის არიან.
სანამ თქვენ იყენებთ გარეგნობას თქვენი შინაგანი ენერგიის გადმოსაცემად, თავს ყოველთვის ახალგაზრდად იგრძნობთ. ხალხი უკეთ მიხვდება, ვინ ხართ, თუ თქვენი ვარცხნილობა თქვენივე შინაგან სამყაროს გამოხატავს.
გთავაზობთ ვარცხნილობის 5 სტილს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ უფრო ახალგაზრდულად და ენერგიულად გამოიყურებოდეთ:
მშვენიერი არჩევანია, თუ გსურთ, რომ ვარცხნილობა იყოს ინტენსიური, მოძრავი და შესამჩნევად უხდებოდეს თქვენი სახის ფორმას.
შეუძლიათ თქვენს სახეს ახალგაზრდობის ეფექტი შესძინონ, თუ ისინი უფრო მცირე სიგრძის იქნება. ეცადეთ, თმის ღერები თვალების არეს არ ეხებოდნენ, რათა თქვენი თვალები არ დაიჩრდილოს.
მსგავსი ვარცხნილობა გამოკვეთს სახის ნაკვთებს და დაეხმარება თმას, შეინარჩუნოს სიჯანსაღე.
ეს სტილი გულისხმობს დაახლოებით ყურის სიგრძის თმის ღერებს, რომლებიც უფრო გრძელია უკანა მხრიდან. შესაბამისად თქვენი ყურები, სახე, ცხვირი და თვალები შედარებით გამოკვეთილია.
თქვენ შეიძლება დაუყოვნებლივ უარყოთ ნაწნავების იდეა, რადგან ფიქრობთ, რომ ისინი მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებისთვისაა, თუმცა ეს სტილი ხანდაზმულ ქალსაც კი მატებს ახალგაზრდულ იერს და უნიკალურობას.
საბოლოოდ, ბლოგერი ჯასტინ ლეკონტა გვასწავლის, როგორ შევარჩიოთ იდეალური ვარცხნილობა ჩვენი სახის ფორმის, კანის/თვალის ფერის და სურვილების გათვალისწინებით.
მათთვის, ვისაც ერთფეროვნება მობეზრდა, ზაფხული საუკეთესო დროა თმის სტილის შესაცვლელად. გაითვალისწინეთ, რომ ცხელ მზესთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სწორედ მოკლე ვარცხნილობის შერჩევაა.