ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ვადა ხანგრძლივდება. პროექტის "KUT-01" შემსრულებელი (კონტრაქტორი) თურქული კომპანიის SMK, ფინანსური წყაროს - აზიის განვითარების ბანკისა და დამკვეთის - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ურთიერთშეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ქუთაისში სამუშაოები 2018 წლის 7 ივნისს უნდა დასრულებულიყო.
"ჩვენ ვაკვირდებით თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები: ეს იქნება ხარისხი, ხარჯები თუ პროექტის დამკვეთისათვის დროულად ჩაბარების საკითხი. "ეპტისასათვის" ცნობილია აზიის ბანკის მოლოდინები გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტები, ამასთან მჭირდო კოორდინაციაშია დამკვეთთან, რათა შესრულდეს ყველა დაკისრებული მოვალეობა საერთაშორისო წესებისა და რეგულაციების შესაბამისად",- ამბობს ზაზა ხელაძე.
მისივე თქმით, ნიკეას ქუჩაზე აღრიცხვის ბლოკები მაღალსართულიან საცხოვრებელ ბინებში ესპანურმა კომპანიამ "კობრამ" დაამოტაჟა, თუმცა პროცესი დასრულებული არ არის.
"დაიწყეს აღრიცხვის ბლოკების გაკეთება და არაა დასრულებული. მიტოვებულია. ასეა კარგა ხანია. თავიდან სამუშაოები კარგად დაიწყო, როცა "კობრა" მუშაობდა. შემდეგ შეფერხდა. ახლა კომპანიასთან გასაუბრების საშუალება არ გვაქვს. ვწერთ მხოლოდ შენიშვნებს, თუმცა ამ შენიშვნების გათვალისწინება არ ხდება",- ამბობს ასოცოაცია ასა-ს ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე.
მისივე თქმით, პროექტი საჯარო განხილვის საგანი უნდა ყოფილყო, თუმცა მის შესახებ ბევრს ინფორმაცია არ აქვს. კითხვები აქვს კომპანია SMK-სთან.
"ასათნის ქუჩის რეაბილიტაცია შეიძლება მოვიყვანოთ მაგაითად. კომპანიამ დაიწყო სამუშაოები და ვერ საასრულა. ყველა სამუშაოს SMK იწყებდა და ვერ ამთავრებდა. გადათხრილია რუსთაველის ქუჩა. დგას მტვერი. შეაბამისად არ განხორციელდა ხმაურისა და მტვერის საწინააღმდეგო ღონისძიბები",- ამბობს ასოციაცია ასა-ს თავმჯდომარე ზაზა ხელაძე.
ასოციაცია ასა-ს ხელმძღვანელი ყურადღებას ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემებზე ამახვილებს ყურადრებას, რომელთა ჩამონათვალი დოკუმენტურად ასეთია:
სისტემური, პროგრამული, ფინანსები და კადრები, ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
რეზერვუარები ამ დროისათვის
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებს ვადამ 2019 წლის პირველი ნახევრისათვის გადაიწია, თუმცა ასოციაცია ასა-ს თავმჯდომარე ზაზა ხელაძე მიიჩნევს, რომ ვადები კიდევ გადაიწევს და პროექტი ისევ დასურულებელი დარჩება.
"საინტერესოა, კიდევ რამდენი ეტაპი შეიძლება იყო პროექტის მთალიანად შესასრულებლად. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ გამოყოფილ თანხას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ისე მიმართვას იქეთ, სადაც მას სურს. ამის ფონზე მოსალოდნელია წყლის სამომხმარბლო თარიფი გაძვირდეს, რაც თავისთავად აისახება მოქალაქეების მდგომარეობაზე",- ამბობს ზაზა ხელაძე.
კითხვაზე: როდის ექნება ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება? ზაზა ხელაძე ამბობს:
"ქუთაისის მცხოვრებლებს გრაფიკით წყალმომარაგება 2019 წლიდან ექნებათ, 24 საათიანი კი პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბების შემდეგ".