Loading

B9 ვიტამინი ფოლიუმი(ფოლატი)

B9 ვიტამინი წყალში ხნადი ვიტამინია. ორგანიზმშს არ შეუძლია მისი წარმოქმნა, ამიტომ საჭიროა მისი საკვებდან ან საკვები დანამატების სახით მიღება.

ფოლიუმი მონაწილეობს:

  • სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების ფორმირებაში
  • კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებაში
  • თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაში
  • ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებში, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა

ფოლიუმი დადებითად მოქმედებს ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა, ალცჰეიმერის დაავადება, სმენის ასაკობრივი დაქვეითება, ასაკობრივი მხედველობის პრობლემა, ოსტეოპოროზი, ძილის პრობლემები, დეპრესია, ნევრალგია, კუნთების ტკივილი.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტი უმეტესად ახალგაზრდა ქალებთან გვხვდება. მიზეზი შესაძლოა იყოს ორსულობა, დიდი ოდენობით სისხლის დანაკარგი, B12 ვიტამინის დეფიციტი, ვინაიდან ის აუცილებელია ფოლიუმის მჟავის გასააქტიურებლად.

ფოლიუმის მჟავას შეიცავს:

  • კვერცხის გული
  • პომიდორი
  • კიტრი
  • ოსპი
  • ჭარხალი
  • ასკილი
  • რძე და რძის ნაწარმი

ამ ვიტამინის ათვისება ორგანიზმისთვის ცხოველური საკვებიდან უფრო მარტივია. ამასთან სინთეზური სახით უფრო კარგად შეიწოვება, ვიდრე საკვებიდან.

ფოლიუმის მჟავას უკმარისობის ნიშნებია:

  • მიუთითებს სიფერმკრთალე
  • გამოფიტვა
  • გაღიზიანებადობა
  • დაღლილობა
  • დეპრესია
  • კონცენტრაციის გაძნელება
  • მეხსიერების გაუარესება
  • ზრდის შეფერხება

ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა განსაკუთრებით სახიფათოა ორსულებისთვის, ის შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის მიზეზი და ახალშობილის ნერვული ღეროს დეფექტის(სპინა ბიფიდა, ანენცეფალია, თავის ტვინის თიაქარი) განვითარების განვითარების რისკ-ფაქტორი აღმოჩნდეს.

ფოლიუმის დღიური დოზა 400მკგ-ია, ხოლო ორსულებში 600 მკგ.