2016 წლის 8 ივნისს, ვლადიკ მარტიროსიანმა ყოფილი ცოლი, თაგუი მანსურიანი და მისი მშობლები მათივე სახლის შესასვლელში ცულით დაჭრა. თაგუი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში წაიყვანეს, დედა კარინე მანსურიანი კი მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. საავადმყოფოში მოხვდა თაგუის მამაც, ისიც ჭრილობებით.
"ვლადიკი შესასვლელი კარის უკან იმალებოდა. ის მირტყამდა ზურგში, თავში, მუცელში, ყურსა და კისერში... ვყვიროდი, ამ დროს დედაჩემი გამოვარდა და გადამეფარა, წინააღმდეგობა გაუწია, ჩემი გადარჩენა უნდოდა. ვერ დავინახე როგორ მოკლა მან დედაჩემი. გული წამივიდა და მას შემდეგ აღარაფერი მახსოვს... შემდეგ კი დავინახე მამაჩემი ეტლში".
ვლადიკ მარტიროსიანის სასამართლო პროცესიერთ წელზე მეტ ხანს გაჭიანურდა.
თაგუი ამბობს, რომ პოლიციელებს შესაბამისად რომ ემოქმედათ, ეს უბედური შემთხვევა არ მოხდებოდა: "პოლიციამ არაფრად ჩააგდო ჩემი შეტყობინება, როდესაც დავრეკე და ვუთხარი, რომ ვლადიკი მემუქრებოდა".
ჰასმიკს ერჩივნა ეს პრიზი სულ არ მიეღო და მშვიდი ცხოვრება ჰქონოდა , ძალადობის გარეშე. 9-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ჰასმიკს ყოფილი მეუღლე, სარგის ჰაკოფიანი მუდმივად სცემდა და აწამებდა..
„როგორც კი დაინახა ბავშვის ტანზე ნაკაწრი, სიკვდილამდე მცემა. ძალაგამოცლილი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო დღე იყო. მირტყამდა ფეხითა და ხელით, მირტყამდა სკამს ისე ძლიერად, რომ სკამი გატყდა. სახიდან სისხლი მდიოდა. ოთახის კედლებზე ჩემი სისხლი ესხა. ვთხოვდი მარტო დავეტოვებინე, მაგრამ ცივი წყალი დამასხა. მთელი ღამე კოშმარში ვიყავი, როცა თვალი გავახილე, ჩემი გოგონა ხელიდან მქაჩავდა და დედას ყვიროდა", - იხსენებს ჰასმიკი ერთ-ერთ შემთხვევას.
„ერთ დღესაც, მორიგი სასტიკი ცემის შემდეგ, ჩემი მოთმინებაც ამოიწურა“.
იმ დღეს, მას შემდეგ, რაც სარგის ჰაკობიანმა ცოლი ჩვეული სისასტიკით ცემა, ჰასმიკმა სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა, ისე, რომ ბავშვებზე არც უფიქრია: „ჩემი ჭრილობები, წინა ცემის შემდეგ, ჯერ ისევ მოუშუშებელი იყო და მე გავრბოდი ოთახის ჩუსტებით. სოფლის მდინარის ახლოს, ტირიფებთან დავიმალე. სულ სველი ვიყავი, მანქანით მეძებდა და გამუდმებით ყვიროდა ჩემ სახელს. ტელეფონი გამოვრთე, ძაღლები ყეფდნენ, შემეშინდა, რომ მათი ყეფა გამცემდა. ვიცოდი, თუ მიპოვიდა, მომკლავდა. არ ვიცოდი სად წავსულიყავი. შემდეგ ჩემი მეგობრის სახლში დავიმალე. ჭრილობების გამო საავადმყოფოში წამიყვანეს. გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ აბორტი გავიკეთე. აღარ მინდოდა მისგან მესამე შვილი.“
2013წლის 20 ივნისს ჰასმიკმა გავარის პოლიციის განყოფილებას მიმართა. ამბობს, რომ ეშინოდა, რომ პოლიცია არ დაეხმარებოდა და დასცინებდნენ, რადგან სახლიდან ცემის გამო გამოიქცა.
ამჟამად ჰასმიკი ქალების დასახმარებლად მუშაობს. ის ეხმარება ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ამბობს, რომ შვილებს მამის საქციელზე ესაუბრება:„ჩემმა შვილებმა იციან, რომ ძალადობა არაა კარგი, სიყვარული ძალადობა არაა.“
2014 წელს, გავარის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, სარგის ჰაკობიანს ჰასმიკ ხაჩატრიანზე განხორციელებული ძალადობისათვის წელიწადნახევარი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ ის ამინისტიით გამოუშვეს. ამის შემდეგ, სარგის ჰაკობიანი ისევ დაქორწინდა და მეორე ცოლზეც იძალადა. ამჟამად იგი ისევ დაკავებულია.
ჰასმიკ გევორგიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ქალებთა დახმარების ცენტრის პროგრამებს, ამბობს, რომ ქალები, რომლებზეც იძალადეს თვითმკვლელობაზე ან შურისძიებაზე ფიქრობენ. მისი თქმით, ქალები ყოველთვის დაქვემდებარებულები არიან, კაცებს მეტი უფლებები აქვთ. ახალი კანონმდებლობით, ოჯახური ძალადობა არ განიხილება დამამძიმებელ გარემოებად.
2017 წლის 13 დეკემბერს, სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახური ძალადობის პრევენციის, ოჯახური ძალადობისგან დაცვისა და ოჯახში სოლიდარობის აღდგენის შესახებ". ჰასმიკ გევორგიანი აღნიშნავს, რომ ახალ კანონში ოჯახში ძალადობა დამამძიმებელ გარემოებად არ განიხილება.
ყოფილმა სპეცრაზმელმა, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა, განაცხადა, რომ ცოლმა მასზე იძალადა, შემდეგ კი პროკურატურაში დარეკა და მოიტყუა, რომ მსხვერპლი თვითონ იყო. მისი სარჩელის საფუძველზე, პროკურატურამ თამარის წინააღმდეგ, ცრუ დასმენის ბრალდებით დაიწყო დავა. 2018 წლის 28 ივნისს კი სასამართლომ თამარს აღკვეთის ღონისძიებად 1000 ლარი შეუფარდა.
თამარის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დევნა ცრუ დასმენის ბრალდებით, საშიში ტენდენციაა.
თამარმა ახლა ერთდროულად ორი ბრძოლა უნდა მოიგოს - შვილების დასაბრუნებლად, ეს საქმეც სასამართლოშია, და საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად - ცრუ დასმენის საქმეზე სხდომები 16 აგვისტოდან დაიწყო.
ნატა 30 წლის გათხოვდა, სიყვარულით, მაგრამ ოჯახში ბავშის დაბდაების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ამბობს, რომ ქმარმა სმასა და ჩხუბს მოუხშირა და მისი ცემა დაიწყო. ათწლიანი ქორწინების შემდეგ, ნატა სახლიდან რამდენჯერმე წავიდა, თავს ახობლებთან აფარებდა, მაგრამ ყოველთვის უკან ბრუნდებოდა. არ უნდოდა ნათესავებისთვის პრობლემები შეექმნა, სხვა საცხოვრებელი კი არ ჰქონდა. ერთობლივი ცხოვრების დროს ნატას და მის ქმარს ორი შვილი გაუჩნდათ.
ნატა ყვება, რომ ქმარმა ნარკოტიკების მიღება დაიწყო: " დღეების განმავლობაში არ გვქონდა დენი და გაზი, ბავშვები მშივრები იყვნენ. ვეცადე მიმეტოვებინა და ჩემ დასთან წავედი. მოვიდა და დამემუქრა, უნდოდა უკან დავბრუნებულიყავი. ისე მცემა, რომ საწოლიდან ვერ ვდგებოდი. ვეხვეწებოდი, რომ წამალი მოეტანა, გაბრაზებული იყო, უნდა მოგკლაო"
ახლა ნატას მეუღლე აღარ აწუხებს, ჯერ დასთან ცხოვრებს და სამსახურს ეძებს. უნდა, რომ თავშესაფარი ჰქონდეს და არავისზე არ იყოს დამოკიდებული.
ფსიქოლოგი ნინა გოგოხია კრიზისულ ცენტრში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და ბავშვებთან მუშაობს. ნინა ამბობს, რომ ძალადობის ატანა ოჯახისა და შვილების გამო მიუღებელია, რადგან ბავშვები, რომლებიც ასეთ გარემოში იზრდებიან, დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ.
ამჟამად, "ძალადობისაგან განთავისუფლებული“ ქალები დამოუკიდებლები არიან და საკუთარი უფლებებისათვის იბრძვიან. კანონი უკვე ორივე ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ის ქალებს ბოლომდე ვერ იცავს. კვლავ დიდი პრობლემა რჩება საზოგადოებაშიც - საზოგადოება კაცებს ანიჭებს უპირატესობას..