Loading

B2 ვიტამინი რიბოფლავინი

B2 ვიტამინი მიეკუთვნება წყალში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს. გააჩნია მოყვითალო შეფერილობა. გარე ფაქტორების მიმართ საკმაოდ მდგრადია და კარგად იტანს ტემპერატურას, გახურებას, თუმცა, მგრძნობიარეა მზის პირდაპირი სხივების მიმართ. მისი ზემოქმედებით კარგავს თავის თვისებებს.

B2 ვიტამინი:

  • ხელს უწყობს ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, დაშლას, რაც ენერგიის წარმოქმნას ასტიმულირებს
  • შედის უამრავი ფერმენტისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების შემადგენლობაში
  • დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ღვიძლზე(ხელს უწყობს ღვიძლიდან ტოქსინების გამოდევნას), კანზე, ფრჩხილებზე, თმაზე
  • მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნაში
  • იცავს ბადურას
  • აუცილებელია ორსულობისას ნაყოფის ნორმალური ჩამოყალიბებისათვის
  • აუცილებელია ქსოვილების ზრდისა და განახლებისთვის

B2 ვიტამინი ვიტამინ A -თან ერთად უზრუნველყოფს მხედველობის გაუმჯობესებას.

B6, K, PP ვიტამინებთან და ფოლიუმის მჟავასთან მოქმედების შედეგად აქტიურდება.

B2 ვიტამინის ნაკლებობის ნიშნებია:

  • ნახეთქები პირის კუთხეებში
  • კანის აქერცვლა ტუჩებზე, ცხვირის ნესტოებზე
  • თმის ცვენა
  • მხედველობის დაქვეითება
  • თვალებიდან ცრემლდენა, სიწითლე, ქავილი
  • ენის შეშუპება
  • ანემია
  • კონცენტრაციის დაქვეითება

ორგანიზმში B2 ვიტამინის ნაკლებობის მიზეზი შეიძლება გახდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რა დროსაც ირღვევა შეწოვის პროცესები, ცილების ნაკლებობა. ორსულობისას, ფიზიკური დატვირთვისას იზრდება ამ ვიტამინზე მოთხოვნილება.

სადღეღამისო ნორმა ქალებისთვის – 1,2, ხოლო მამაკაცებისთვის 1,4 მგ-ია.

ვიტამინის გაცილებით მეტი დოზა სჭირდებათ ორსულებს, აქტიურ სპორტსმენებს და ქრონიკულ სტრესში მყოფ პირებს.

B2 ვიტამინს შეიცავს:

  • ხორცი
  • კვერცხი
  • თევზი
  • კვერცხი
  • კარტოფილი
  • სოკო
  • რძე და რძის ნაწარმი
  • ბროკოლი
  • პარკოსნები

პროდუქტები, რომლებიც B2 ვიტამინს შეიცავენ დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისა და სინათლის ზემოქმედებისგან.