Loading

როგორია შენი თავისუფლება?

Gen z - ჩვენ თქვენნაირად არ გვაცვია, თქვენნაირად არ ვლაპარაკობთ. თმის ფერს ვიცვლით, სახეს პირსინგებით ვივსებთ, ტანს ტატუებით ვიხატავთ.

თქვენ არაფრით გგავართ, ჩვენ თავისუფლებაზე შეყვარებული ჯენ ზი ვართ.

მერე რა თუ თავისუფლება ზოგჯერ სითავხედეში გადაგვივა, გვაცადეთ, დრო გვჭირდება ჩვენც ვისწავლოთ თავაშვებულობასა და თავისუფლების შორის ზღვარი. ჩვენც შეგვეშლება და ისევე ავდგებით, როგორც თქვენ - ჩვენს ასაკში.

1997 წლიდან 2012 წლამდე დაბადებული თაობა თავისებურად იბრძვის საკუთარი თავის რეალიზებისა და განვითარებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ Gen Z განსხავებულია ყველაფრით - ყველასგან, აქვთ ის, რაც აქამდე უცხო იყო.

და მაინც, რას ნიშნავს Gen Z-ისთვის თავისუფლება?

აბა გაბედეთ და გზაზე გადაგვეღობეთ! ჩვენ ძალაზე გსმენიათ? ხოდა რაც გსმენიათ მაგაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია. წყლის ჭავლის პირისპირაც დავდგებით, ცრემლსადენი გაზითაც ვითამაშებთ, რეზინის ტყვიებს სტიკერებივით შევაგროვებთ! იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვესმის თავისუფლება - რაღაც რისთვისაც უნდა იბრძოლო, ასე გვესმის საქართველოც - ქვეყანა, რომელმაც თავისუფლებით მოპოვებული სიმშვიდე დაიმსახურა და ასე გვესმის საქართველოს დამოუკიდებლობა - რომლისთვისაც ჩვენ პირადად უნდა ვიბრძოლოთ.

რას ფიქრობენ "თაობა Z"-ზე სხვა თაობის წარმომადგენლები

თემო, 42 წლის

ვფიქრობ თაობათაცვლილება ჩვენს შორის ნამდვილად არის, თუმცა ჩვენი თაობები იმდენად არ განსხვავდება. მათ მეტი თავისუფლება აქვთ, რაც ცალსახაა. ჩვენი თაობა არ იყო ასეთი პრინციპული, მათ საქმე ბოლომდე მიაქვთ და უფრო მიზანდასახულები არიან. სწორედ ამის გამო ვაფასებ ამ თაობას და ვფიქრობ, თუ ვინმეს მივანდობდი ჩვენი ქვეყნის მომავალს, სწორედ მათ.

ქეთევანი, 35 წლის

ეს თაობა ძალიან დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე. რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა რაღაც გატაცებები, თუმცა ბევრად მეტს ვერთობოდით და დავდიოდით გარეთ. ჯენ ზი-ს გართობა ტიკ-ტოკის "სქროლვა" და მესიჯების წერაა, რაც რეალური ცხოვრების ურთიერთობებთან ახლოსაც ვერ მივა. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამოვიდნენ გარეთ და ისე ისაუბრონ, იურთიერთონ და გაერთონ.

გიორგი, 35 წლის

ჯენ ზი-ში ყველაზე მეტად ვაფასებ მათ მოუთმენლობასა და სამართლიანობას. ამ თაობას რაღაც თუ არ მოსწონს, ყველაფერს ამბობენ და არ ითმენენ, როგორც მანამდე. ისინი მუდამ მზად არიან გამოვიდნენ, გააპროტესტონ, არ მოითმინონ უსამართლობა. ვფიქრობ, ამ თაობას საბჭოთა პერიოდში რომ ეცხოვრა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ვამაყობ ასეთი მომავალი რო გვყავს.

თამარი, 33 წლის

ჯენ ზი თავისუფალი თაობაა. მიხარია, რომ ისინი ისეთებს იღებენ ყველას, როგორებიც არიან. მათთვის მისაღებია ყველაფერი და ისინი ჩარჩოებში არ აქცევენ ერთმანეთს. მათი ლიბერალური ხასიათი ნამდვილად მისაბაძია და ვფიქრობ, ყველა თაობამ უნდა მივბაძოთ ჯენ ზი-ს და გვიყვარდეს ყველა ისეთი, როგორებიც არიან.

ზურა, 37 წლის

ამ თაობას არ უნახავს ის გაჭირვება, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს ნამდვილად ჩანს მათ მტკიცე ხასიათსა და ამბიციებში. ჩვენ სადარდებელი გვქონდა რას შევჭამდით, როგორ ვისწავლიდით. ამ თაობას კი ყველაფერი შედარებით ადვილად აქვთ, სამუშაო ადგილებიც არის და სწავლაც უფრო ადვილია. რა თქმა უნდა, ვაფასებ მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ისინი ნამდვილად პატრიოტები არიან და ადარდებთ ქვეყნის მომავალი.

კითხვა Gen Z-ის : "რითი განსხვავდება "თაობა Z" სხვა თაობებისგან?

სტატისტიკის მიხედვით, როგორ ანაწილებენ დროს Gen Z-ის წარმომადგენლები

მიუხედავად იმისა, რომ ჯენ ზის სოციალურ მედიაში ყოფნას ყველა გასართობად აღიქმავს, ეს ასე არ არის. 21-ე საუკუნეში ახალგაზრდები სწორედ ინტერნეტის დახმარებით იღებენ უამრავ ინფრომაციას, მუშაობენ და ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

ციფრულ ეპოქაში Gen Z მუსიკის უნივერსალურ ენაში იპოვა ნუგეში და ერთიანობა. ბარიერების გადალახვის ძალით, მუსიკა გახდა ამ თაობის კომუნიკაციის ძლიერი ინსტრუმენტი. Gen Z მოიცავს მრავალფეროვან ჟანრს, მხატვრულად შექმნილ ლექსებს და აზრობრივ მელოდიებს მათი აზრების, ემოციებისა და გამოცდილების გასახმოვანებლად. სოციალური მედიის საშუალებით ისინი ამუშავებენ პერსონალიზებულ პლეილისტებს, აღმოაჩენენ ახალ შემსრულებლებს და მონაწილეობენ მუსიკალურ საუბრებში. მუსიკისადმი ეს საერთო გატაცება აშენებს ხიდებს კულტურებს შორის, ხელს უწყობს მიკუთვნებულობის გრძნობას და აძლიერებს კოლექტიურ ხმებს სოციალური ცვლილებებისთვის. მუსიკა ემსახურება როგორც გამაერთიანებელ ძალას, რომელიც საშუალებას აძლევს Gen Z-ს დაუკავშირდეს, გაიგოს და გამოხატოს საკუთარი თავი ავთენტურად.

დასკვნის სახით გვინდა ავღნიშნოთ მთავარი მიზეზი თუ რატომ ავირჩიეთ პროექტისთვის ეს თემა. პროექტში მონაწილეებს გვსურდა მიგვეცა პლატფორმა ჩვენნაირი ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და ვფიქრობ, თაობათაშორის უთანხმოება აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას, სწორედ ამიტომ უნდა გავიგოთ მეტი ყველა თაობის შესახებ.

პროექტზე მუშაობდნენ :

რეზი მუჯირიშვილი, ნიკა ორაგველიძე, მარიამ ქართველიშვილი, ანო წიკლაური, გიორგი ბრეგვაძე და ნინო ფრანგიშვილი.