View Static Version

,,ადამიანს რომ დაეხმარო, ჯერ მის სულში უნდა შეხვიდე ....''

ხატია ერთი უბრალო გოგოა, რომელიც რვა წელია უკვე ხალხის სამსახურშია. მისთვის მთავარი გამოწვევაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს და თავი აგრძნობინოს იმაზე კარგად , ვიდრე ისინი არიან.....

11 წლის ასაკიდან ხატია თეატრალურ სტუდიაში დადიოდა და მისი სცენისადმი სიყვარული უსაზღვრო იყო. იგი, ფიქრობს, რომ სწორედ თეატრმა ჩამოაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა არის.

თუ კითხავთ მას, რატომ აირჩია, მაინცდამაინც, ფსიქიატრია, პასუხი არ აქვს. ასე უეცრად, დაუფიქრებლად, გააჟღერა უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში, რომ უნდა ყოფილიყო ფსიქიატრი და შეასრულა სიტყვაც...

ხატია სულაბერიძე, მხოლოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობას არ დაჯერდა, არც სტუდენტებთან ლექციების კითხვამ დააკმაყოფილა და გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, გაეხსნა პატარა სივრცე , სადაც პაციენტებს მიიღებდა .

და როგორც კი ,,ჰასტია''-ს კარს შეაღებთ, მაშინვე იგრძნობთ, მყუდრო, მშვიდ და სასიამოვნო გარემოს, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ამშვენებს სურათები და სხვადასხვა ნივთები.

,,ჰასტიას'' სივრცეს 2021 წლიდან დღემდე მრავალი განსხვავებული და დასახმარებლად მისული ადამიანი ახსოვს....

როგორც ხატია ამბობს, კლინიკის სახელი ,, ჰასტია'', იგივე ჰესტია სიმშვიდის ქალღმერთს ნიშნავს, ამიტომაც, აქ, სახელის შესაფერისი სიმშვიდე სუფევს.

,, აივანზე ზეწრის გაბმით, ჩემი ძმების და ბიძაშვილების დახმარებით ხან წითელქუდას ხან კიდევ კეკელა და მაროს ვდგამდი.''

მისი ყოველი დღე დატვირთულია, თუმცა ამბობს, რომ, მაინც ახერხებს მეგობრებთან ერთად გართობას, საყვარელი სპორტითაც დაკავებულია.

,,ვთვლი, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია ადამიანისთვის...რომ არა ეს, ძალიან გართულდებოდა სამუშაო პროცესი.... რადგან ჩვენ ვართ ადამიანები და არა რობოტები.''

,, ჩემი აზრით, კარგი ფსიქიატრი ნიშნავს, რომ მე დავეხმარო ადამიანს სწორად ფუნქციონირებაში.''

,, ფსიქიატრია- ეს ნიშნავს სულის მკურნალს.. და როდესაც შენ შეგიძლია ადამიანის სული განკურნო, ეს უკვე არის კარგი....''

ხატია, იმ გადაწყვეტილებით, რომ დღეს ფსიქიატრია და არა მსახიობი, კმაყოფილია. ფიქრობს, რომ ის ყოველთვის შეძლებდა, ყოფილიყო მოყვარული მსახიობი, მაგრამ ვერ იქნებოდა მოყვარული ექიმი. ხატია, ყველა პაციენტისთვის სიმშვიდის სიმბოლოა, როგორც ,,ჰესტია''.....

ნაშრომის ავტორი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, დარბაიძე ქეთევანი