Loading

გაუძლებს მიწისძვრას თბილისი?

2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდა არცთუ ისე ძლიერი იყო, სულ - 4.5, მაგრამ თბილისს ესეც ეყო. მაშინ სწორედ ის უბნები დაზიანდა, სადაც ავარიული სახლები იდგა. ნგრევამ 4 ადამიანი შეიწირა. ზარალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.

იხილეთ ნოუ ქომენთ ვიდეო👇

ავარიული კორპუსების რაოდენობის შესახებ თბილისის მერია სრულყოფილ სტატისტიკას არ ფლობს. თუმცა ავარიული შენობების სანდოობა მინიმუმამდეა დაყვანილი. დღეს თბილისში ძალიან ბევრი შენობა ავარიული სტატუსის მქონეა, რაც ყოველდღიურად ზრდის სიკვდილიანობის რისკს. სამწუხარო ის არის, რომ, რაც უფრო გაერკვევით სამშენებლო სექტორში, უსაფრთხოების, სეისმომედეგობის, გარემოს ზემოქმედების კუთხით, სრული ანარქია დაგვხვდებათ. როდესაც გლობალურად უყურებ ამ პრობლემას, ხვდები, რომ უპირველესად მისი გამომწვევი მიზეზია ცოდნის გადაცემა, მოხდა წყვეტა და ეს უკვე სისტემურ ხარვეზად იქცა. სეისმური კვლევები საკმაოდ სპეციფიკურია, ყველა ვერ ატარებს და ასეთი სპეციალისტების დეფიციტია ქვეყანაში. უკვე ძალიან ბევრი საეჭვო რეპუტაციის კომპანია გამოჩნდა, რომლებიც იპარავენ მონაცემებს და არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ ან უცხოელებს იწვევენ, თუმცა მონაცემების არარსებობის ან არაზუსტი მონაცემების გამო, მათ მცდარი დასკვნები გამოაქვთ. მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე ბატონი ანზორ საკანდელიძე ავარიული შენობებისა და უკანონო მშენებლობების შესახებ კომენტარს აკეთებს და გვიყვება : „ყველაზე დიდი მსხვერპლი მოსახლეობისა, გამოწვეულია იმ ხალხისგან ვინც ასეთ სახლებში ცხოვრობენ. ამიტომ მსოფლიოში ასეთ შენობებს შეარქვეს მკვლელი შენობები. სანამ ყალბი საექსპერტო დასკვნების გამცემი პირები თბილისში არ დაისჯებიან მანამდე იქნება ასეთი განუკითხაობა.”

თბილისში ყოველდღიურად ,სხვადასხვა უბანში ,მშენებლობები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა ახალი შენობები უკვე არსებულ შენობებს , რომ საფრთზეს უქმნიან ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

იმისათვის, რომ მიწისძვრის დროს უსაფრთხოდ ვიყოთ, არსებობს გარკვეული ქცევის წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის რჩევებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.

თუ შენობაში ხართ:

  • არ იმოძრაოთ! შეძვერით მაგიდის ქვეშ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს;
  • მოშორდით ნოვთებს, რომლებიც შეიძლება ჩამოვარდეს. მაგალითად, ჭაღს,
  • დატოვეთ სამზარეულო, რათა თავი დაიცვათ კარადის ან ჭურჭლის დაცემისგან,
  • არ ისარგებლოთ კიბეებით ან ლიფტით,

თუ ქუჩაში ხართ:

  • ეცადეთ, მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს. გადით შედარებით ღია სივრცეში.

თუ საჭესთან ხართ:

  • შეჩერდით, მაგრამ არ შექნმათ საავარიო სიტუაცია.
  • არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ;
  • დარჩით მანქანაში ბიძგების შეწყვეტამდე;

თუ ნანგრევებში მოჰყევით

  • არ აანთოთ ასანთი;
  • არ იმოძრაოთ;
  • პირზე აიფარეთ ტანსაცმელი;
  • შეეხეთ მილს ან კედელს, რათა მაშველებმა ადვილად მოგაგნონ. იყვირეთ, მაგრამ თავი დაიცავით მტვრისგან.

მომზადებულია usgs.gov-ის მიხედვით

საინტერესოა საზოგადოება რამდენად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს საკუთარ სახლებში🤔

იხილეთ ვოქსპოპი👇

2002 წლის 25 აპრილს თბილისში ყველაზე ძლიერი, 6 ბალიანი მიწისვრა დაფიქსირდა. მართალია, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 20 კილმეტრში იყო, მაგრამ ყველაზე დიდი ზარალი დედაქალაქს მიადგა და ეპიცენტრის სხვა რაიონები დიდად არ დაზარალებულა. თბილისის ტერიტორიებიდან კი სოლოლაკში, მთაწმინდაზე, კრწანისში, ავლაბარში და სხვა ძველ უბნებში ათეულობით შენობა და საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რამდენიმე მათგანი კი დაინგრა.

დანგრეულ სახლთა უმრავლესობა ე.წ. ბარაკის ტიპის ძველი, ავარიული ნაგებობები იყო. რაც შეეხება მსხვერპლს, სტიქიამ, სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.მაშინვე სათანადო დაჯგუფებები შეიქმნა, რომლებიც დაზარალებულებს ხელს გაუმართავდნენ და დაეხმარებოდნენ, თუმცა რეალური დახმარების გაწევა უკვე შეუძლებელიღა იყო, განსაკუთრებით კი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ახლობლებისათვის. ყველა მათგანი ავარიულ და მიწისძვრისათვის საშიშ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა და ამ პრობლემის მოგვარებას წლბის განმავლობაში ცდილობდნენ. მანამ, სანამ მოულოდნელად მომხდარმა მიწისძვრამ ფატალური შედეგი არ მოიტანა.

2002 წლის შემდეგ 21 წელი გავიდა და თბილისის მოსახლეობის ნაწილი დღემდე მსგავს ავარიულ შენობებში ცხოვრობს. იმის გარანტია კი, რომ სეისმურად აქტიურ ტერიტორიაზე მიწისზვრა აღარ მოხდება, რა თქმა უნდა არ არსებობს.

13 თებერვალი- საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები მთელი ქვეყნის მასშტაბით იგრძნობოდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ბიძგების სიმძლავრე 6.2 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან ახლოს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდის მიხედვით, მიწისძვრა 22:25 საათზე მოხდა, მომდევნო 10 წუთში კი 4.5 და 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მომყოლი ბიძგები დაფიქსირდა.

10მაისი -საქართველოში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 01:41 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან იყო.

2023 წლის 1 მარტი -საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი დმანისთან იყო. მიწისქვეშა ბიძგები 14:52-ზე დაფიქსირდა.

სეისმომედეგობის საბჭოთა ნორმები ერთ-ერთ კარგ ნორმებად ითვლებოდა და დღესაც ასეა, მაგრამ ჩვენ გამოვედით იმ საბჭოთა სივრციდან. რაც შეეხება ახალ კორპუსებს, სამშენებლო ამნისტია არც საქართველოსთვის არის უცხო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სამშენებლო ამნისტიის შესახებ.

"რთული სათქმელია, თუმცა 2002 წლიდან 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრამ, ვნახეთ რაც დამართა დედაქალაქს, მას შემდეგ გავიდა 20 წელი, ავარიული შენობები არსად წასულა, პირიქით, ამორტიზაცია დაემატათ. 4-იანი რიგის მაგნიტუდის მიწისძვრები, თუ ეპიცენტრი თბილისი იქნება, შეიძლება ჩავთვალოთ დედაქალაქისთვის სახიფათოდ," - განაცხადა გეოლოგმა, ლაშა სუხიშვილმა.

არც დედაქალაქს და არც რომელიმე სხვა ქალაქს საქართველოში არ აქვს ღია, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ინფორმაცია საფრთხის შემცველი ნაგებობების შესახებ. ასეთი ბაზის არსებობა მოქალაქეს საშუალებას მისცემდა, თავად გადაამოწმოს ამა თუ იმ ბინის მდგომარეობა, რომელშიც ცხოვრობს ან რომლის შეძენაზეც ფიქრობს. არ არსებობს არც ერთიანი კრიტერიუმები, რომელიც ამა თუ იმ შენობის უსაფრთხოებას დაადგენს. ქალაქებს არ აქვთ სტრატეგიის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, რომლითაც ავარიულ შენობებს ეტაპობრივად ახლით ჩაანაცვლებდნენ.

ძველი უბნების ამჟამინდელი პრობლემების და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ სიუჟეტიდან👇

ვიზუალური დათვალიერებით შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა შეუძლია მუნიციპალურ ლაბორატორიას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შეკვეთას მერიისა და გამგეობებისგან მიიღებს. ანუ, თქვენ ჯერ უნდა მიმართოთ თქვენი უბნის გამგეობას, რომელიც შემდეგ მიმართავს ლაბორატორიას, ლაბორატორია დაათვალიერებს შენობას, შეაფასებს და თუკი რაიმეს საეჭვოდ მიიჩნევს, შეუძლია დამატებითი გამოკვლევების გეგმაც შეადგინოს.

ახლა კი, გამოსცადეთ თქვენი თავი და შეავსეთ კროსვორდი წაკითხული ინფორმაციიდან გამომდინარე👇