Loading

B6 ვიტამინი პირიდოქსინი, პირიდოქსამინი,პირიდოქსალი

ორგანიზმი B6 ვიტამინს პირდაპირი სახით არ იყენებს. ის თავდაპირველად ღვიძლში კოფერმენტ p-5-p გარდაიქმნება და შემდეგ ხდება მისი გამოყენება ორგანიზმის მიერ.

ვიტამინი B6 ჯგუფი არეგულირებს ცილების მეტაბოლიზმს. რაც უფრო მეტ ცილებს ვიღებთ, მით მეტი B6 ვიტამინი სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.

B6 ვიტამინი:
  • მონაწილეობს ამინომჟავების და ცილების სინთეზში
  • მონაწილეობს ჰემოგლობინისა და ერითროციტების სინთეზში
  • მონაწილეობს სეროტონინის, დოფამინის, ნორადრენალინის წარმომნაში
  • არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს
  • ხელს უწყობს ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსის შენარჩუნებაში(რაც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის)

აუცილებელია: ნორმალური ზრდა- განვითარებისთვის(ამიტომ რეკომენდებულია მისი მიღება ორსულობის პერიოდში ფოლიუმის მჟავასა და B12 ვიტამინთან ერთად), ტვინის ნორმალური განვითარებისთვის, ნუკლეინის მჟავების ნორმალური სინთეზისთვის, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას.

B6 ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომელთაც თირკმლის პრობლემები აქვთ, ვინაიდან ამ დროს ვერ ხდება ვიტამინის საკმარისი დოზების შეწოვა.

B6 ვიტამინის ნაკლებობისას ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • გაღიზიანებული კანი
  • გამომშრალი ტუჩები
  • ხასიათის ცვლილება
  • დეპრესია
  • ნერვული აშლილობა
  • დასუსტებული იმუნური სისტემა
  • დაღლილობა

დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მინერალების: მაგნიუმის, კალციუმის, რკინის ათვისების შეფერხებაც.

სადღეღამისო ნორმა ქალებისთვის 1,2 მგ-ია, მამაკაცებისთვის კი – 1,5 მგ.

B6 ვიტამინის წყაროა:

  • რძე
  • ყველი
  • თევზი
  • კვერცხი
  • ხორცი
  • სტაფილო
  • ისპანახი
  • ტკბილი კარტოფილი
  • ბანანი
  • ავოკადო

B6 ვიტამინის, როგორც დანამატის სახით მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს ორსულობისა და ლაქტაციისას.