Loading

როგორ მოვამზადოთ მარტივი და ბიუჯეტური ნიღბები ქოქოსის კარაქისგან

ალბათ ყველას გყავთ ერთი ადამიანი მაინც, თავის მოვლის ექსპერტობას კარგ მრჩეველობასაც რომ უთავსებს. ჩემი მრჩეველი დედაა, სახეზე მზისნაფეხურა გოგო. სილამაზის შინაურულ-შამანური ხრიკების საუკეთესო მესაიდუმლე და ჩემი თმისა და კანის ,,გაჭირვების” უცვლელი ტალკვესი. სწორედ დედას ჯადოსნური სკივრიდან შემოგთავაზებთ გამოცდილ და სასარგებლო რჩევებს, როგორ მოამზადოთ ქოქოსის კარაქისგან მარტივი და ბიუჯეტური ნიღბები თმისთვის.

კვერცხისა და ქოქოსის კარაქის კომბინაცია იდეალურია თმის მკვებავი ნიღბის დასამზადებლად. ცხიმიან თმაზე რეკომენდებულია გამოვიყენოთ მხოლოდ კვერცხის გული, მშრალზე - მხოლოდ ცილა, ხოლო მათ, ვისაც ნორმალური ტიპის კანი გაქვთ, კვერცხი დაგჭირდებათ მთლიანად.

მკვებავი ნიღბის მოსამზადებლად ერთი სუფრის კოვზ ქოქოსის კარაქს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და კვერცხი. მიღებული მასა კარგად აურიეთ, წაისვით მშრალ თმაზე და დატოვეთ 20 წუთი.

ძლიერი სიცხე, სიცივე და დაბინძურებული გარემო ძლიერ აზიანებს ჩვენს თმას, არაა, გამორიცხული ამ მიზეზებმა თმის ზრდის პროცესიც შეანელოს. ასეთ დროს სპეციალისტები თმის სტიმულაციას გვირჩევენ, ამაში მარტივი ნიღაბი დაგეხმარებათ:

გახეხეთ ჯანჯაფილი (დაგჭირდებათ ერთი ჩაის კოვზი მასა), დაამატეთ ორი სუფრის კოვზი კარაქი და ორი კვერცხის გული. ნაღები თმაზე დაიტოვეთ 10-15 წუთით.

ცხიმიანი კანისთვის საუკეთესოა მარწყვისა და ქოქოსის კარაქის ნიღაბი. მარწყვი კარგად დასრისეთ კოვზით და შეურიეთ ქოქოსის კარაქი. მიღებული მასა დაიტანეთ თმაზე და კარგად შეიზილეთ თმის ძირებშიც. ნიღაბი დაიტოვეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მითის, რომ მშრალი და დაზიანებული თმის აღდგენა მხოლოდ ძვირადღირებული პროცედურებითაა შესაძლებელი, მარტივად დანგრევას ბაბანისა და ქოქოსის კარაქის ნიღბით შეძლებთ.

საშუალო ზომის ბანანი კოვზით გასრისეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ქოქოსის კარაქი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა გაიჩერეთ თმაზე 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი საგულდაგულო ჩამოიბანეთ შამპუნითა და თბილი წყლით.

თუ შემოთავაზებული ნიღბების მოსამზადებლად რომელიმე ინგრედიენტი გაკლიათ, დრო არ გაქვთ, ან, სულაც, გეზარებათ, არ იდარდოთ, გამოსავალი თმაზე ქოქოსის წმინდა სახით დატანაა. ალტერნატივები შემდეგია: შეგიძლიათ ქოქოსის კარაქი სქლად წაისვათ თმაზე და 20-25 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ ან დაბანის შემდეგ ჯერ კიდევ სველ თმაზე თხელ ფენად შეიზილოთ.

ქოქოსი იმედებს გაგიმართლებთ და სარკეც უყოყმანოდ გეტყვით, რომ ყველაზე ლამაზი თმა გაქვთ.

Credits:

Created with an image by progressman - "Top view female hands holding jar of coconut oil"