სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას, მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ხვდებიან.
🔊 მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად, თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში დასახელდა:
🔶 აკურაში - სასმელი წყლის და ვენახების შესაწამლად საჭირო წყლის რეზერვუარების მოწყობა, ასევე შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა.
🔶 ვანთაში - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოწესრიგება, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის გაწმენდა, შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა და საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიებათა ოთახის რეაბილიტაცია.
🔶 ბუშეტში - სოფელში არსებული ჭაბურღილის გაწმენდა და მასთან სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა, სავარგულებთან და სასაფლაოსთან მისასვლელი გზების მოხრეშვა/მოწესრიგება და სანიაღვრეების ამოწმენდა და გარე განათების ქსელის მოწყობა.
🔶 ქვემო ხოდაშენში - სოფლის ჭაბურღილებზე ტუმბოების, ხოლო ცენტრალურ ქუჩაზე არსებულ ჭაბურღილთან რეზერვუარის მოწყობა; სოფლის ზედა უბანში სკვერის მოწყობა და საუბნო გზებზე გარე განათების ქსელის მოწყობა .
🔶 წინანდალში - ე.წ. სადგურის უბანში არსებულ ჭაბურღილზე ტუმბოს და სამარაგო რეზერვუარის მოწყობა და სასმელი წყლის ქსელზე დაერთება.
ე.წ. ჩოთალიშვილების უბანში არსებულ ჭაბურღილზე ტუმბოს და სამარაგო რეზერვუარის მოწყობა და სასმელი წყლის ქსელზე დაერთება.
შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ქსელის მოწყობა.
🔶 კისისხევში - შიდა საუბნო გზებზე სანიაღვრე არხების და ნიაღვარმიმღებების მოწყობა, ასევე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.
🔶 ნასამხრალში - შიდა საუბნო გზებზე ახალი სანიაღვრე არხების და ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.
პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების - კონდოლის, შალაურისა და კურდღელაურის მოსახლეობასაც შეხვდნენ. მოსახლეობამ საკუთარი სოფლის საჭიროებებზე და მათ აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით:
კონდოლში - სოფელში არსებული სკვერის დამამთავრებელი სამუშაოების ჩატარება, არსებულ ჭაბურღილებთან მდებარე სასმელი წყლის რეზევუარების გაწმენდა, ასევე სოფლის ცენტრალურ და საუბნო გზებზე გარე განათების ქსელის მოწყობა.
🔶 შალაურში - სოფელში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღის ოთახების სარეაბილიტაციო სამუშაოები და კომუნიკაციების მოწყობა, კლუბის შენობაში სპორტდარბაზის მოწყობა, შიდა საუბნო გზებზე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.
🔶 კურდღელაურში - შიდა საუბნო გზებზე გარე განათება მოეწყობა,
სოფლებში შემდეგი შეხვედრები დაგეგმილია:
7 თებერვალი- ლალისყური - 12:00 სთ. ფშაველი - 13:00 სთ. ლეჩური - 14:00 სთ. ართანა - 15:00 სთ.
10 თებერვალი- ნაფარეული - 12:00 სთ. სანიორე - 13:00 სთ. ჯუღაანი - 13:30 სთ. ლაფანყური -14:30 სთ.
12 თებერვალი- თეთრიწყლები - 11:00 სთ. კობაძე - 11:00 სთ. პანტიანი - 11:00 სთ. სეროდანი - 11:00 სთ. ნადიკვარი - 11:00 სთ. ვარდისუბანი -13:00 სთ. გულგულა - 14:30 სთ. 14 თებერვალი ყარაჯალა - 11:00 სთ. რუსიპირი - 12:30 სთ. ახატელი - 14:00 სთ. იყალთო - 15:00 სთ.
მასალა მომზადებულია: MAK.GE-ის მიერ.