ბურაქ ოზდემირი თურქი შეფ-მზარეულია, რომელიც გიგანტური ზომის საკვებით გახდა ცნობილი. ოზდემირის ვიდეოები ყველა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მილიონობით ნახვა აქვს.
ოზდემირი ყოველთვის გრძნობდა, რომ იმ დროს სამზარეულოს რაღაც აკლდა და ხალხი მის კარიერას წარმატებულად ვერ აღიქვამდა, ამიტომ საკუთარი შემოქმედების უკეთ საჩვენებლად გიგანტური კერძების მომზადება გადაწყვიტა.
პირველი, რაც ბურაქმა შექმნა, უზარმაზარი ზომის ქაბაბი იყო, რომელიც შეფმა ინსტაგრამზე განათავსა და რამდენიმე დღის შემდეგ, მისი ცნობადობა თურქეთის საზღვრებს გასცდა.
მის სოციალურ ქსელებს ამჟამად 40 მილიონამდე გამომწერი ჰყავს, რომლებიც ბურაქის თითოეულ ვიდეოს თბილი კომენტარებით ეხმიანებიან.
ოზდემირი, მხოლოდ "ტიკ-ტოკის" პლატფორმიდან, თვეში 75000$ს გამოიმუშავებს.
როგორც თავად ამბობს, გიგანტური კერძის შექმნის მთავარი საიდუმლო გიგანტური ზომის ჭურჭელსა და პროდუქტებშია.
ოზდემირს აქვს სამი რესტორანი თურქეთში და ერთი ფილიალი დუბაიში