"ფოტოგრაფი არ იღებს წამს, ფოტოგრაფი იღებს უსასრულობას!" - იური მეჩითოვი
ცნობილი „შავ - თეთრი“ კადრების ოსტატი იური მეჩითოვი დაახლოებით 9 – 10 წლის იქნებოდა, როდესაც ბებიამ 13 მანეთად პირველი კამერა სახელად - „სმენა2“ უყიდა.
მაშინ პატარა იურის უხაროდა, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა სრულიად უცხო და ახალი ნივთი. თუმცა, მაშინ არც კი იცოდა, რომ ფოტოკამერა მისი განუყრელი მეგობარი და სასაუბრო ენა გახდებოდა.
"ფოტოგრაფის მთავარი ინსტრუმენტი თვალებია"
"გონება, თვალები და კამერა - ჩემი მთავარი იარაღია!"
იური მეჩითოვი - " მახსოვს ჩემი გადაღებული პირველი სურათი. იმ დროს მთავარი ფოტო ობიექტი ქვიშაში ჩაფლული ჩემი პატარა ძმა იყო. კამერა რომ არა, დღეს ჩემს გონებაში ყველა მოგონება წაშლილი იქნებოდა.
ყველაზე დიდ სიამოვნებას პორტრეტის გადაღებისას ვიღებ. ადამიანის შეცნობა - გაცნობა და ურთიერთობის დამყარება უდიდესი ხელოვნებაა. ზუსტად ამ მომენტში ფოტოაპარატი არის საუკეთსო იარაღი, რომელიც წამის მეასედის გახანგრძლივებაში მეხმარება!“
"თვალები არის ყველაფრის მეტყველი"
"სილამაზე , შემოქმედება და შთაგონება - უდიდესი ხელოვნებაა"
" ადამიანი, რომელიც ჩემს ნამუშევრებს შეხედავს, მინდა იგრძნოს თუ რა მშვენიერია ეს სამყარო და, ამავდროულად, რა საძაგელი. "
გოეთეს ფორმულა - " შეჩერდი წამო, მშვენიერ ხარ ''
"ფოტოგრაფია - ეს არის შემოქმედებითი ხელოვნება."
"ფოტოხელოვნება არ ისწავლება!"
სერგო ფარაჯანოვმა მითხრა - "შენ თუ ვნებით არაფერს გააკეთებ, ვერც ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაშიო ..."