Loading

აეროპორტი და ქუთაისი

ქუთაისის დავით აღამაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთადერთია, რომელიც დბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას მომხმარებლეს სთავაზობს. აქედან პირდაპირი ფრენებია ვენის, ვარშავის, ვილნიუსის, მილანის, ბერლინის პრაღისა და ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.

დათო ლიკლიკაძე - ჟურნალისტი.წლებია სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა. საზღვრის გადაკვეთა უვიზო მიმოსვლამდეც ხშირად უწევდა. პირველი ქვეყანა საიდანაც ევროპასთან მისი ურთიერთობა დაიწყო გერმანიაა.

,,ჩემთვის ევროპა ცხელი და ცივი წყალი რომ მოდიოდა სასტუმროში აქედან დაიწყო. ადრე ევროპაში მოსახვედრად მთელი ბიუროკრატია იყო საჭირო. 2 თვე საბუთების მოგროვებას სჭირდებოდა. ახლა ერვოპაში ჩასვლა ორ საათშია შესაძლებელი." - დათო ლიკლიკაძე.

ჟურნალისტს უვიზო მიმოსვლამ და ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენებმა ახალი საქმის დაწყების საშუალება მისცა. ის სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობს როგორც გიდი. უკვე დაგეგმილი აქვს მომდევნო თვეების მოგზაურობები ბარსელონასა და ბუდაპეშტში.

მთავარ ფოტოზე ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ვილნიუსში მეუღლესთან ერთად.

ტალინი
ჰელსინკი
ვარნა
ბულგარეთი
რომი
ვატიკანი

დათო ლიკლიკაძე ამბობს, რომ ქუთაისის აეროპორტი ქალაქისათვის ერთგვარი საჩუქარი აღმოჩნდა. ქუთაისში ტურისტების ნახვა უკვე არავის უკვირს და ადგილობრივებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესის დაწყების საშულება მიეცათ.

დათო ლიკლიკაძე მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა ქუთაისს გვერდი ავტობანმაც კი აურა და პარლამენტიც თბილისში გადავიდა, აეროპორტი ქალაქის მაცოცხლებელი ძალა გახდა.

2016 წლის შემდეგ, როდესაც შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან უვიზოდ მგზავრობა გახდა შესაძლებელი, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი იზრდება.

2012 წლის ბოლო 4 თვის მონაცემებით ქუთაისის აეროპორტით 12 ათას 916-მა მგზავრმა ისარგებლა.

2013 წლის მონაცემებით აეროპორტმა 188 682 მგზავრი მიიღო:

2014 წელს მგზავრთა რაოდენობა თითქმის 30 ათასით გაიზარდა. ვიზიტორთა რაოდენობა 218 003 შეადგინა.

2015 წელს ქუთაისის აეროპორტით წინა წელთან შედარებით ნაკლებმა მგზავრმა (182 954) ისარგებლა:

2016 წელს მგზავრთა ნაკადმა ისევ იმატა (271 363) .

2017 წელს კი მგზავრების რაოდენობა წინა წელთან 134 ათასზე მეტით გაიზარდა (405 698).

კიდევ უფრო მეტმა მგზავრმა ისარგებლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 2018 წელს (617 342).

2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით კი ქუთაისის აეროპორტს 366 062 მგზავრმა მიაკითხა.

აეროპორტების გაერთიანების 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ვენა, ვაშავა, ვილნიუსი, კატოვიცე და პრაღა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია.

კახა მჭედლიძე - ჟურნალისტი რადიო თავისუფლებიდან
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი კახა მჭედლიძე ერთ-ერთია იმათგან, ვინც ხშირად მოგზაურობს. მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით. მისი შეფასებით, აეროპორტი ქუთაისისთვის პარლამენტთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. თუმცა პარლამენტი ქუთაისში აღარაა, ამიტომ ქალაქისათვის იმპულსის მიმცემად ჯერ ისევ აეროპორტი რჩება.

„ნებისმიერ რეგიონში, მით უმეტეს დასავლეთ საქართველოს ცენტრში ისეთი ბიზნესმიზიდულობის ცენტრის შექმნა როგორიც არის აეროპორტი, ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წელია კახეთის გუბერნატორი ითხოვს თელავში აეროპორტის აშენებას. ეს იმიტომ, რომ ძალიან დიდ იმპულსს აძლევს რეგიონის ეკონომიკას და ძალიან უწყობს ხელს წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მიზმიველი ხდება შემდეგ მსხვილი ბიზნესისთვისაც. ეს არის მცირე საოჯახო სასტუმროები, ჰოსტელები, საქსკურსიო-ტრისტული მოსახურეობა, ტრანსპორტით მოსახურეობა, უამრავი სხვა. ყველფერი ერთმანეთს ამოძრავებს. აეროპორტი ძალიან დიდ იმპულსს აძლევს ქუთაისს და მის შემოგარენს. თავის დროზე მისი აშენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ახლა ხომ სასიცოცხლო მნიშვმელოა აქვს მას ქალაქისთვის. ყოველწლიურად იზრდება მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპრტში.“ - ამბობს კახა მჭედლიძე.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკავშილმა 2018 წელს ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა დაანონსა. (ვიდეო TV პირველი)

თუმცა, 2019 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოედგილემ აკაკი საღირაშვილმა თქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება. მისივე თქმით, იგეგმება, არსებული სადგურის რაბილიტაცია.

"ოთხმაგდება ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დაახლოებით ორ მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება აეროპორტის რკინიგზასთან დაკავშირებას, აეროპორტიდან ორი კილომეტრის მოშორებით არსებული სარკინიგზო სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება,"-განაცხადა საღირაშვილმა.

ეკონომისტი პაატა კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ აეროპორტთან ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა მნიშვნელოვნად აისახებოდა ქალაქის ეკონომიკაზე, ამავდროულად ეს იქნებოდა აეროპორტის პოტენციალის კარგი გამოყენება და ამ პოტენციალის გაზრდა.

"ქუთაისის ეკონომიკას სხვა რაიმე მძლავრი მამოძრავებელი ქუთაისს სამწუხაროდ არ გააჩნია. რამდენად ვიყენებთ აეროპორტის პოტენციალს ქალაქის განვითარებისათვის, ეს მეორე და მნიშვნელოვანი თემაა. ამ მხრივ მნიშნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. არაერთი განცხადება იყო ადრე გაკეთებული, რომ იქ უნდა აშენებულიყო სარკინიგზო ხაზი. რატომ ჩაიშალა ეს პროექტი ვერ გეტყვით. თავის დროზე ეკონომიკის სამინისტროს აშენების შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებაც კი მოამზადა, მაგრამ გაუგებარია რატომ ვერ განხორციელდა იქ ლოჯისტიკური კომპლექსის მშენებლობა. ეს მოიცავდა დატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების თემას, სხვადასხვა სახის სასაწყობე მეურნეობების შექმნას. ეს იქნებოდა აეროპორტის პოტენციალის გამოყენება და ამ პოტენციალის ზრდა, რომელიც აუცილებლად აისახებოდა ქალაქის ეკონომიკაზე. " - ამბობს პაატა კლდიაშვილი.

2017 წლის 26 ივლისს საქართველოს აეროპოტების გაერთიანებამ მშენებლობისათვის დენტერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 17 აგვისტოს 3 კომპანიის მიერ შეტანილი სატენდერო განაცხადით დასრულდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების სურვილი კომპანიებმა „ანაგი“, „დაგი“ და „Tav მშენებლობა/ბლექ სი გრუპი“ გამოთქვეს. ხელშეკრულება კი ,,ანაგთან“ გაფორმდა. თანხამ 26 423 967,74 ლარი შეადგინა. სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა ვადამ გადაიწია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბოლო ინფორმაციით, ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მთავრდება ფასადისა და სახურავის მოწყობა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი, რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს.

2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი მგზავრის მიღება თბილისის აეროპორტმა შეძლო.

ფოტო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. ანუ აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ უნდა გაიზარდოს.

,,თუ მეორე ტერმინალი დროულად გაიხსნება, ვიზეარსაც უამრავი ახალი რეისი აქვს გამოცხადებული და ახალი რეისების დამატება გააორმაგებს მგზავრთა ნაკადს. ეს ნიშნავს საწყის ეტაპზე მგზავრთნაკადის 2 მილიონით გაზრდას ქუთაისის აეროპრტში. ეს ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ეკომონიკური ეფექტის მომტანია."- ამბობს ჟურნალისტი კახა მჭედლიძე.

ქუთაისის აეროპორტიდან გამგზავრება კიდევ 12 ახალი მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ვიზეარი ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბადენ-ბადენის, პოზნანის, ვენეციის, ნეაპოლის, ნიცას, პიზას, სტოკჰოლმის, ნიუნბერგისმ ჰერაკლიონისა და ტურკუს მიმართულებით იფრენს.

ქუთაისის აეროპორტიდან 7 ახალი ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებით კი რეისები 2020 წლის ზაფხულიდან უნდა შესრულდეს.

ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ მიმართულებას აანონსებს: ქუთაისი-ბოლონია 2019 წლის ნოემბრიდან შესრულდება. ქუთაისი - კიოლნი კი 2020 წლის ივლისიდან. 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყება პირდაპირი ფრენები ნიცაში. მეორენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისებს მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.

ამ დროისათვის ქუთაისიდან ევროპის 39 ქალაქში გამგზავრებაა შესაძლებელი.