Loading

კახეთის ხმა/knews.ge 2022 წელი- მიღწევები და გამოწვევები

კახეთის ხმა-ისტორია

მედია ორგანიზაცია ,,კახეთის ხმა’’ 20 წელზე მეტია რაც შეიქმნა და დღემდე რეგიონში აქტიურად მუშაობს. თავდაპირველად ორგანიზაციამ საქმიანობა დაიწყო ბეჭდვური მასალების გამოცემით. წლების განმავლობაში გამოიცემოდა 8 გვერდიანი გაზეთი ,,კახეთის ხმა" როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე. გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ გამოიცემოდა გაზეთი ,,სოფლის ხმა”, ,,ქალთა ხმა" და სპეციალური ჩანართი ბიზნესისთვის და ასევე მამაკაცებისთვის.

არქივი- გაზეთი კახეთის ხმა

იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ტექნოლოგიები უფრო პოპულარული ხდებოდა ყოველ წელს, გაზეთის მკითხველთა რაოდენობამ იკლო, ამიტომ სიახლეებისთვის ფეხი რომ აეწყო, ორგანიზაციამ გააკეთა ვებგვერდი knews.ge და აქტიურად დაიწყო მუშაობა. ,,იმ დღიდან მოყოლებული ყოველდღე და ყოველ წელს ნელ-ნელა ვვითარდებოდით, ვიზრდებოდით და უფრო ცნობადები ვხდებოდით. აღსანიშნავია, რომ საქმიანობა და ვიდეო რეპორტაჟების გადაღება დავიწყეთ ერთი ვიდეო კამერით და არ გვყავდა ოპერატორიც'',- აცხადებენ ორგანიზაციაში.

კახეთის ხმის თანამშრომლები

ამ წლების განმავლობაში, იმისთვის, რომ სწორი, დაბალანსებული, კითხვადი მასალები მომზადებულიყო, მედიის ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ბევრი ტრენინგი გაიარეს. მივიღეთ როგორც ბევრ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა, მომზადებული გვაქვს საგამოძიებო და საკონკურსო მასალები.

ამ წლების განმავლობაში მედია ორგანიზაციის საქმიანობა ბევრ სფეროს მოიცავდა, ეს იყო ქალების და შშმ პირების უფლებების შესახებ მომზადებული მასალები, სოფლის მეურნეობაზე, მეწარმეებზე, ხელოვანებზე, საინტერესო ადამიანებსა და ახალგაზრდებზე, მიმდინარე პრობლემებზე და სხვა. ,,ვფიქრობთ,რომ ამ წლების განმავლობაში, მოქალაქეების სხვადახვა მიმართულებთ ინფორმირების კუთხით, რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ'',- აცხადებენ ჟურნალისტები.

საინფორმაციო პლატფორმა knews.ge ახლა

მედიის ჟურნალისტების თქმით, ონლაინ მედიის მიმართულებით მუშაობის დაწყებისას, საქმიანობა რთული იყო, თუმცა ახლა გუნდის თითოეული წევრის დაუღალავი შრომის შედეგად, knews.ge-ს 50 000 ათაზე მეტი მოწონება და ფოლოვერი ყავს, რომლებსაც ყოველდღიურად სხვადასხვა სახის ინფორმაცია მიეწოდება. ,,გარდა ამისა, აქტიურები ვართ ასევე youtube-ზე, ამ დროისთვის გვყავს 3 000 მდე მიმდევარი, გვაქვს ასევე instagram და twitter-ის ექაუნთები''.

რაც შეეხება ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს, ,,knews.ge/კახეთის ხმა'', აქ გარდა ვებგვერდზე დადებული მასალებისა, ცალკე კონტენტი, ვიდეოები, ფოტოები, მასალები მზადდება და ქვეყნდება გვერდზე, რომლითაც ჩართულობა ყოველდღიურად იზრდება

ვიზიტორების და მნახველების რაოდენობა- google analytics

ბოლო ერთ წელში ნახვები წლიურად სამ მილიონზე მეტი: Pageviews 3,221,000, უნიკალური Users 1,170,902 მილიონზე მეტი.

Facebook- ანალიტიკა- სტატისტიკა

Facebook- knews.ge/კახეთის ხმა

გასულ წლებთან შედარებით, ორგანიზაციის ოფიციალურ facebook გვერდზე, გაზრდილია როგორც ნახვების, ჩართულობის, რეაქციების და მომხმარებლების აქტივობის მაჩვენებელი.

მკითხველების ასაკი და გენდერი

მთლიანად მკითხველთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მეტი მკითხველი და მეტად აქტიურები არიან ძირითადად ქალები.

ყველაზე ხშირად ნახვადი მასალების სამეული

1 . 72 წლის მეეზოვე თელავიდან https://www.youtube.com/watch?v=e1G_btcS2Fo2. 2. შესაძლოა, მძღოლებმა საქალაქთაშორისო გადაყვანები რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეასრულონ https://knews.ge/?p=795203. 3. ახალი დეტალები თელავში მომხდარ მკვლელობაზე- რას ამბობს გოგონას დედა https://knews.ge/?p=77491

რადიო ,,კახეთის ხმა”

თითქმის მეოთხე წელია, რაც რადიო ,,კახეთის ხმამ” მუშაობა დაიწყო. მაყურებელს მოსმენა და ყურება მხოლოდ ონლაინ, ფეისბუქ გვერდის და ონლაინ რადიოს საშუალებით შეუძლია. ორგანიზაციას აქვს სტუდია, საიდანაც ეთერში სხვადასხვა სახის და თემატიკის გადაცემები გადის. მსმენელს და მაყურებელს, კვირაში ორჯერ, საინტერესო გადაცემების მოსმენა შეუძლია. გარდა ამისა, ასევე გადაიცემა სხვა საავტორო გადაცემები, ყოველღიური და ყოველკვირეული დაიჯესტები.

რადიო ,,კახეთის ხმის" სტუდია

რადიო გადაცემები

რადიოს მუშაობიდან დღემდე, ეთერში გავიდა ,,ღია სტუდია” –95.

გვერდზე განთავსებული გადაცემები და ვიდეო კონტენტი

გარდა ამისა, საარჩევნო გადაცემა- 15, პანდემია და ვაქცინაცია- 20, პოდკასტი გიორგი ბეჟანიშვილის ავტორობით- ,,რასაც აქამდე მივხვდი''-18, თენგიზ სიმაშვილის საავტორო გადაცემა-16, გზა ევროპისკენ-10, დაიჯესტი აზერბაიჯანულ ენაზე-23

გარდა ამისა, ასევე, მთელი წლის განმავლობაში, გადაიცემოდა ყოველკვირეული და ყოველდღიური დაიჯესტები, სადაც მსმენელებს შეეძლოთ მოესმინათ, რეგიონში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და საინტერესო გადაცემების შესახებ.

დაიჯესტი აზერბაიჯანულ ენაზე

დაიჯესტები იდებოდა როგორც ოფიციალურ საიტზე, ასევე გადიოდა რადიოს პირდაპირ ეთერში.

გუნდი ვინც მოსახლეობის ინფორმირებაზე ზრუნავს

კახეთის ხმის გუნდი

დიდი მადლობა რომ გვენდობით

კახეთის ხმა/ knews.ge- ინფორმაციის სანდო წყარო კახეთიდან