View Static Version
Loading

კლასიკური ავტომობილების ტური წყალტუბოში

კლასიკური ავტომობილების ტურის (Peaks of the Caucasus) ფარგლებში, წყალტუბოს პირველად 9 ქვეყნის წარმომადგენელი და 60-მდე უცხოელი ავტოკოლექციონერი ეწვია. ავტომოყვარულებს წყალტუბოში მეორე მსოფლიო ომამდე წარმოებული ავტომობილების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

"წელს საქართველოში ვმოგზაურობთ, დავიწყეთ თბილისიდან და დღეს ჩამოვედით კურორტ წყალტუბოში, სადაც ბევრი გამორჩეული არქიტექტურული შენობა ვნახეთ. ხვალ გეზს სვანეთისკენ ავიღებთ, სულ 2000 კილომეტრი უნდა დავფაროთ. მიხარია, რომ ასეთ ლამაზ ქვეყანაში ვმოგზაურობთ’’ - განაცხადა ავტორბოლის ორგანიზატორმა ბარაქ კლანკმა.

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის სალომე ქუთათელაძის თქმით, მსგავსი ტურები ხელს უწყობს კურორტის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას.

კლასიკური ავტომობილების ტური (Peaks of the Caucasus) 2 ოქტომბერს თბილისიდან დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება, მონაწილეები საქართველოს 7 რეგიონში იმოგზაურებენ.

NextPrevious

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.