Loading

c ვიტამინი ასკორბინის მჟავა

C ვიტამინი მიეკუთვნება წყალში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს. C ვიტამინი ორგანიზმში მარაგის სახით არ ინახება. საჭიროა დღიური ნორმის საკვებიდან შევსება.

რა პროცესებშია ჩართული C ვიტამინი?

  • მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების წარმოებაში
  • არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
  • ზრდის კაპილარების გამტარობას
  • ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცილების შეთვისებას
  • ხელს უწყობს საკვებიდან რკინის შეწოვას
  • მონაწილეობს B12 ვიტამინის სინთეზში
  • მონაწილეობს კოლაგენის გამომუშავებაში, რომელიც აუცილებელია თმის, კანის, სახსრების, ძვლების, სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას

ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან

C ვიტამინის ნაკლებობის ნიშნებია:

  • გამომშრალი, დაზიანებული თმა და კანი
  • კანზე სილურჯეების წარმოქმნა - C ვიტამინის ნაკლებობისას მცირდება კოლაგენის რაოდენობა, შესაბამისად, მცირდება სისხლძარღვების ელასტიურობა და მარტივად ზიანდება
  • ჭრილობების შეხორცების გაძნელება
  • სახსრების ტკივილი
  • სისუსტე
  • ძილის პრობლემები
  • სურავანდი

C ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

  • მწეველები
  • ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები
  • ასაკოვანი პირები
  • პირები, რომელთაც არაბალანსირებული კვების რეჟიმი აქვთ

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, გაციებისას, ანთებითი დაავადებების დროს C ვიტამინზე მოთხოვნილება იზრდება

C ვიტამინის დოზის გადაჭარბებამ (დღეღამეში 2000მგ-ზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: დიარეა, გულისრევა, ტკივილი. C ვიტამინის დიდი დოზით მიღება ზრდის თირკმელში კენჭების წარმოქმნის რისკს, შესაძლოა განვითარდეს პოლიურია (ხშირი შარდვა).

C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია:

  • ბროკოლი
  • ისპანახი
  • ბრიუსელის კომბოსტო
  • ყვავილოვანი კომბოსტო

დიდი რაოდენობით არის ხილში, განსაკუთრებით ციტრუსებში:

  • ფორთოხალი
  • კივი
  • ლიმონი
  • მარწყვი
  • ასკილი
  • შავი მოცხარი

C ვიტამინი კარგად აითვისება როგორც საკვებიდან, ისე საკვები დანამატის სახით.

C ვიტამინის დანამატის სახით მიღებისას გასათვალისწინებელია:

  • C ვიტამინის მსუბუქი მასტიმულირებელი მოქმედების გამო მისი მიღება არ არის რეკომენდებული საღამოს საათებში
  • C ვიტამინის მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს თანდაყოლილი დაავადებების(ფენილკეტონურია, თალასემია), თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, სისხლის მომატებული შედედებისუნარიანობის დროს

C ვიტამინის დღიური დოზა საშუალოდ 75 მგ-ია, ხოლო კაცებში 90მგ