Loading

რა ხდება შენს ორგანიზმში, როცა თამბაქოს მოწევას თავს ანებებ?

სიგარეტისთვის თავის დანებება რთულია, მაგრამ თუ წარმატებას მიაღწევ, მაშინ წარმოდგენა არ გაქვს, რა ცვლილებები მოხდება შენს სხეულში. ნებისმიერი დრო სიგარეტის კვამლის გარეშე, ფილტვებს საშუალებას აძლევს მიიღოს სუფთა ჰაერი, რაც მისთვის აუცილებელია დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად. თეორიულად, რაც უფრო ადრე მიატოვებს ადამიანი მოწევას, მით უფრო მეტი დრო აქვს სხეულს გასაჯანსაღებლად

გაინტერესებთ, რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ სიგარეტის მოწევას თავს დაანებებთ?

20 წუთი სიგარეტის გარეშე- ადამიანის სხეული საოცარი რამაა. ბოლო სიგარეტიდან სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ, იგი იწყებს რეგენერაციის პროცესს. გულისცემა და არტერიული წნევა სტაბილურდება, მათზე ნიკოტინის ზემოქმედების მოხსნის შემდეგ.

8 საათის შემდგომი პერიოდი- ეს არის გამოცდის დრო, როდესაც მწეველთა უმეტესობა ვერ უძლებს ცდუნებას და კვლავ უბრუნდება სიგარეტს. სისხლი იწმინდება ნიკოტინისგან და ძლიერდება ახალი დოზის მიღების სურვილი. ამ პერიოდში ძალიან გინდება მოწევა.

ერთი დღე- შფოთის და დაძაბულობის პიკი. სტრესის შეგრძნება, რომელიც სინამდვილეში თამბაქოს მოწევის სურვილითაა განპირობებული.

1 კვირა- სავსებით ნორმალურია მუდმივად სიგარეტის მოწევაზე ფიქრი - ახლა, ეს მხოლოდ ფიქრებია, გაქრა ფიზიკური ლტოლვა ნიკოტინის მიმართ. ამ პერიოდში ბევრ მწეველს აქვს ხველა, მაგრამ ეს ნორმალურია - ასე ცდილობენ ფილტვები გაწმენდას

1 თვე - ამ დროს უნდა შემცირდეს სიბრაზე, შფოთვა, უძილობა და მსუბუქი დეპრესია. თუ ამ დრომდე არ მოგიწევიათ თამბაქო, - გილოცავთ, ალბათობა რომ ისევ აიღოთ სიგარეტი ხელში, ძალიან მცირეა.

2 თვე - გულის შეტევის რისკი იკლებს. გაუმჯობესდა ფილტვის ფუნქცია, რაც გაგიმარტივებთ კიბეებზე ასვლას და არ დაიღლებით ადვილად ფიზიკური აქტივობისას.

5 წელი- დიაბეტი არის დაავადება, რომლის განვითარება გამოცდილ მწეველებს შეუძლიათ. მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში სიგარეტზე უარის თქმა ამცირებს დიაბეტის რისკს.

5-10 წელი -საოცარია! ინსულტის რისკი ახლა იგივეა, რაც არამწეველის შემთხვევაში. კვამლი სისხლს ასქელებს და ორგანიზმში რთულად მოძრაობს, ამიტომ მწეველებს გულის შეტევით გარდაცვალების ძალიან მაღალი შანსი აქვთ.

10 წელი და მეტი -ფილტვის კიბო არის მწეველთა სიკვდილის ძირითადი მიზეზი. მაგრამ ახლა, ყოფილ მწეველს აქვს ფილტვის კიბოს რისკის ნახევარი, გარდა ამისა, შემცირებულია სხვა ტიპის კიბოს, განსაკუთრებით პანკრეასის განვითარების რისკი.