Met Gala მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული საღამოა, რომელიც ყოველ წელს, მაისის პირველ ორშაბათს ტარდება. მთავარი საღამოს შემდეგ კი იხსნება კოსტიუმების გამოფენა და დაახლოებით 5 თვის განმავლობაში გრძელდება.
Met Gala-ს ისტორია გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება, დღეს კი მისი მთავარი კურატორი და ორგანიზატორი Vogue-ს მთავარი რედაქტორი, ანა ვინტურია.
სწორედ ანა არჩევს საღამოს თემას და სტუმრების სიას, ხოლო მათ, ვისაც ვინტური არ ეპატიჟება, მაგიდის დასაჯავშნად დაახლოებით 35000$-ის გადახდა უწევთ.
2022 წლის Met Gala-ს თემა მოდის ანთოლოგია და 1870-1900 წლების გლამური იყო. საღამო ამერიკის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა გახსნა, რომელმაც უკრაინის შესახებაც ისაუბრა.
საღამოს კიდევ ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი გახდა, რომელმაც მერლინ მონროს 5 მილიონ დოლარად შეფასებული კაბა მოირგო. საკულტო კაბა მერლინს 1962 წელს ეცვა, როდესაც პრეზიდენტ კენედის დაბადების დღეს ულოცავდა. კაბის დიზაინი ჯან ლუისს ეკუთვნის და 6000 კრისტალური ქვისგან შედგება.
დისგან განსხვავებით, მოდის კრიტიკოსებმა კარდაშიან-ჯენერების სამოსი არ მოიწონეს. განსაკუთრებული უკმაყოფილება კი კაილი ჯენერის თეთრმა კაბამ დაიმსახურა.
კორტნი კარდაშიანი საქმროსთან, ტრევის ბარკერთან ერთად Thom Browne-ს სამოსში გამოჩნდა.
ქენდალ ჯენერმა Prada-ს შავი კაბა მოირგო.
ქლოი კარდაშიანი Met Gala-ს წელს პირველად დაესწრო, რადგან ვინტური თვლიდა, რომ აქამდე ის საკმარისად ცნობილი არ იყო. ქლოი წითელ ხალიჩაზე Jeremy Scott-ის ულამაზესი კაბით გამოჩნდა.
რაც შეეხება თავად კრის ჯენერს, კრისმა არჩევანი Oscar De La Renta-ს დახვეწილ დიზაინზე შეაჩერა.
2022 წლის თემა სტუმრების უმეტესობამ არასწორად გაიგო, რასაც ვერ ვიტყვით ლეგენდარულ სარა ჯესიკა პარკერზე, რომელმაც Christopher John Rogers-ის მიერ შექმნილი კაბა მოირგო.
მსახიობი დაკოტა ჯონსონი საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ვარსკვლავი გახდა. მსახიობმა არჩევანი Gucci-ს დახვეწილ დიზაინზე შეაჩერა.
გლამურული სამოსისა და ცნობილი დიზაინერების შექმნილი დახვეწილი დიზაინების მიუხედავად, სოფი ტერნერი და ირინა შეიკი, ემა სტოუნთან ერთად, კვლავ ახერხებენ და უკვე რამდენჯერმე ხვდებიან Met Gala-ს ყველაზე არასასურველად ჩაცმულ ვარსკვლავთა სიაში.
წინა წლისგან განსხვავებით, ამ წელს Met Gala-ს საღამოზე ქართველი დიზაინერები არ გამოჩენილან. 2021 წელს დემნამ Balenciaga-ს რამდენიმე დიზაინი წარმოადგინა და წლის მოდის სიმბოლოს, კიმ კარდაშიანსაც კი ჩააცვა, თუმცა გუშინდელ საღამოზე დიზაინერი საერთოდ არ გამოჩენილა.