Loading

Met Gala 2022 - მოდის ანთოლოგია 1870-1900 წლების გლამური

Met Gala მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული საღამოა, რომელიც ყოველ წელს, მაისის პირველ ორშაბათს ტარდება. მთავარი საღამოს შემდეგ კი იხსნება კოსტიუმების გამოფენა და დაახლოებით 5 თვის განმავლობაში გრძელდება.

Met Gala-ს ისტორია გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება, დღეს კი მისი მთავარი კურატორი და ორგანიზატორი Vogue-ს მთავარი რედაქტორი, ანა ვინტურია.

ანა ვინტურს აცვია Chanel

სწორედ ანა არჩევს საღამოს თემას და სტუმრების სიას, ხოლო მათ, ვისაც ვინტური არ ეპატიჟება, მაგიდის დასაჯავშნად დაახლოებით 35000$-ის გადახდა უწევთ.

2022 წლის Met Gala-ს თემა მოდის ანთოლოგია და 1870-1900 წლების გლამური იყო. საღამო ამერიკის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა გახსნა, რომელმაც უკრაინის შესახებაც ისაუბრა.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი Met Gala-ს თანაორგანიზატორის, ბლეიკ ლაივლის გამოჩენა გახდა. ბლეიკი ცერემონიას ქმართან, რაიან რაინოლდსთან ერთად დაესწრო.

ბლეიკ ლაივლს აცვია Versace

"ბლეიკი მოვიდა, რომ საღამო გადაარჩინოს", - წერდნენ სოციალურ ქსელებში.

საღამოს კიდევ ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი გახდა, რომელმაც მერლინ მონროს 5 მილიონ დოლარად შეფასებული კაბა მოირგო. საკულტო კაბა მერლინს 1962 წელს ეცვა, როდესაც პრეზიდენტ კენედის დაბადების დღეს ულოცავდა. კაბის დიზაინი ჯან ლუისს ეკუთვნის და 6000 კრისტალური ქვისგან შედგება.

დისგან განსხვავებით, მოდის კრიტიკოსებმა კარდაშიან-ჯენერების სამოსი არ მოიწონეს. განსაკუთრებული უკმაყოფილება კი კაილი ჯენერის თეთრმა კაბამ დაიმსახურა.

კაილი ჯენერს აცვია Virgil Abloh

კორტნი კარდაშიანი საქმროსთან, ტრევის ბარკერთან ერთად Thom Browne-ს სამოსში გამოჩნდა.

ქენდალ ჯენერმა Prada-ს შავი კაბა მოირგო.

ქლოი კარდაშიანი Met Gala-ს წელს პირველად დაესწრო, რადგან ვინტური თვლიდა, რომ აქამდე ის საკმარისად ცნობილი არ იყო. ქლოი წითელ ხალიჩაზე Jeremy Scott-ის ულამაზესი კაბით გამოჩნდა.

რაც შეეხება თავად კრის ჯენერს, კრისმა არჩევანი Oscar De La Renta-ს დახვეწილ დიზაინზე შეაჩერა.

კაბის ინსპირაცია: ჟაკლინ კენედი.

2022 წლის თემა სტუმრების უმეტესობამ არასწორად გაიგო, რასაც ვერ ვიტყვით ლეგენდარულ სარა ჯესიკა პარკერზე, რომელმაც Christopher John Rogers-ის მიერ შექმნილი კაბა მოირგო.

Met Gala-ს ახალდაქორწინებულები, ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელციც დაესწრნენ. ნიკოლას აცვია Valentino.

მსახიობი დაკოტა ჯონსონი საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ვარსკვლავი გახდა. მსახიობმა არჩევანი Gucci-ს დახვეწილ დიზაინზე შეაჩერა.

ჯესიკა ჩესტეინმა კრიტიკოსების ყურადღება Gucci-ს წითელი კაბით მიიპყრო.

ჯიჯი ჰადიდს აცვია Versace, ბელა ჰადიდს - Burberry

მოდელი ვინი ჰარლოუ ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებიდან, ვინც საღამოს დრეს-კოდი გაიგო და გაითვალისწინა. ჰარლოუ წითელ ხალიჩაზე Iris Van Herpen-ის სამოსით გამოჩნდა.

კარლი კლოსი - Givenchy, მირანდა ქერი - Ocar De La Renta, ლილი ოლდრიჯი - Khaite

ჰეილი ბიბერი არჩეულ გზას არც ამჯერად ღალატობს და საღამოზე Saint Lauren-ს თეთრი კაბით ჩნდება.

ქეითი ფერის აცვია Moschino, ნიკი მინაჟი - Burberry by Riccardo Tisci

კაია გერბერის ინსპირაცია ბრუკ შილდსი გახდა, მოდელმა Alexander McQueen-ის მიერ შექმნილი ვერცხლის კაბა მოირგო.

დოუვ ქემერონს აცვია Iris Van Herpen, ოლივია როდრიგო - Saint Laurent

ტეილორ ჰილი ყველაზე გემოვნებიანად და თემატურად ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის სრულიად დამსახურებულად მოხვდა. მოდელმა Miss Sohee-ს მუქ ლურჯ კაბაზე შეაჩერა არჩევანი.

გლამურული სამოსისა და ცნობილი დიზაინერების შექმნილი დახვეწილი დიზაინების მიუხედავად, სოფი ტერნერი და ირინა შეიკი, ემა სტოუნთან ერთად, კვლავ ახერხებენ და უკვე რამდენჯერმე ხვდებიან Met Gala-ს ყველაზე არასასურველად ჩაცმულ ვარსკვლავთა სიაში.

წინა წლისგან განსხვავებით, ამ წელს Met Gala-ს საღამოზე ქართველი დიზაინერები არ გამოჩენილან. 2021 წელს დემნამ Balenciaga-ს რამდენიმე დიზაინი წარმოადგინა და წლის მოდის სიმბოლოს, კიმ კარდაშიანსაც კი ჩააცვა, თუმცა გუშინდელ საღამოზე დიზაინერი საერთოდ არ გამოჩენილა.