View Static Version
Loading

" დაიხვრიტონ, როგორც ცოფიანი ძაღლები "

რამდენად დავშორდით საბჭოთა წარსულს, დამოუკიდებლობის ხანმოკლე ისტორია, გარე ფაქტორები და ისტორიული დინება, რომელიც საქართველო საბჭოთა რუსეთს დაუკავშირდა.

საქართველოს ოკუპაცია დიდი ხნის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია გვახსოვდეს? შეუძლია თუ არა მუზეუმს შეინახოს ის ისტორია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია? როგორც ირკვევა შეუძლია და ამის მაგალითია დღევანდელი „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი“. ჩვენ მოგითხრობთ ორი სხვადასხვა გზით იმ ისტორიას, რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.

ოკუპაცია საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და სურვილი, რომ საოკუპაციო მუზეუმი შექმნილიყო ბუნებრივიცაა. საბჭოთა მუზეუმი ცნობილია, როგორც ტერორის მუზეუმად.

"Big Brother is watching you" 1984

"Big Brother is watching you!"

1921 წლის 11 თებერვალს, ოთხი საჯარისო ერთეულისგან შემდგარი წითელი არმია საქართველოს თავს ხუთი მხრიდან დაესხა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადასარჩენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვნებას, დაეცვა სამშობლოს თავისუფლება.

ბრძანების შემდეგ დახვრეტილები

“მტერს ეშინია ჩვენი ერთობისა”.

1922-24 წლებში დახვრეტილი წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების სიები, რეპრესირებული მოღვაწეების უნიკალური დოკუმენტები და ფოტო - ვიდეო მასალები წინასაბჭოთა პერიოდის ამსახველი მასალებია.

საბჭოთა რეჟიმს შეწირული საზოგადოება

„აჯანყების საზომი არის არა გამარჯვება -დამარცხება, არამედ სულ სხვა რამ, რასაც პირდაპირი კავშირი არ აქვს ამ დაუყოვნებლივ შედეგთან."

ბოლშევიკები სასტიკად დევნიდნენ ქართულ არისტოკრატიას. ფოტოზე გამოტანილია ქსნის ერისთავები. იმ დროინდელმა რეჟიმმა მრავალი თავადური ოჯახი და საგვარეულო სამუდამოდ გააქრო, ხოლო ახლა, მხოლოდ ისტორიას თუ ახსოვს მხოლოდ.

"ჩემი სული მაღალ ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, მძორი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალნო!" - ამბროსი ხელაია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ამბროსი ხელაია ოჯახთან ერთად. კათოლიკოსი ამბროსი დააპატიმრეს 1922 წელს, გენუის კონფერენციისადმი მიმართვის გამო. სადაც კათოლიკოსი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობდა, გაათავისუფლეს 1923 წელს, ავადმყოფობის გამო. ამის შემდეგ მალე აღესრულა კიდეც.

„ჩვენი საზოგადოება უნდა გაიწმინდოს თვითმარქვია ადამიანებისგან“ - სსრკ

ქაიხოსრო ( ქაქუცა ) ჩოლოყაშვილის ჩოხა (1888 - 1930 ) საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი სამხედრო მოღვაწე.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი

„უფროსკლასელები დილიდანვე დიდი მთავრის ქუჩაზე, მორგში წაგვიყვანეს, სადაც კოჯორში დახოცილი ქართველები იყვნენ ჩამოსვენებულნი. 11 კუბო, 11 რჩეული ვაჟკაცი. პროცესიას სამღვდელოება კათოლიკოს ლეონიდეს წინამძღოლობით წარუძღვა. კუბოებს სტუდენტები მოასვენებდნენ " - პუბლიცისტი ანტონ კელენჯერიძე.

"25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ამჟამინდელ საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით სავსე პირველი სამხედრო მანქანა დადგა. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას.”

მოგონებები ბრძოლის ველიდან: "25 თებერვლის ღამეა. ტაბახმელაზე საშინელი ქარი ქრის. ხვეტავს და პირში გვაყრის ხორხოშელასა და თოვლს. თხელ ფარაჯებში გახვეულნი, გაყინულნი, გულდასმით ვდარაჯობთ კუთვნილ სივრცეს. სასროლად გამზადებული თოფები ხელში გვიჭირავს. ოთხნი ვართ: მათიკაშვილი, სომხიანცი, ანდრონიკაშვილი, ლომკაცი, 21 წელს არც ერთი ვართ გადაცილებულნი, ტანითაც დაბალი და სუსტი აგებულებისანი ვართ, ყველაზე ჯმუხი აგებულებისაა სომხიანცი, ქართველთა ერთგული და გულადი სომეხი». - მთავრობამ დატოვა თბილისი..."

„საჭიროა დაუყოვნებლივ შევაიარაღოთ მუშები და უღარიბესი გლეხები და ამნაირად შევქმნათ საქართველოს მტკიცე წითელი არმია“. ლენინი - ორჯონიკიძეს

დახვრეტილი
ბრძოლები გაიმართა კოჯორ - ტაბახმელის ფრონტზე. იუნკრებმა შეტევა მოიგერიეს და რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ, მოწინააღმდეგის 530 ჯარისკაცი გაანადგურეს და 1600-მდე ტყვედ ჩაიგდეს, რომლებიც შემდეგ დახვრიტეს.
დახვრეტილი

„თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“

" არ გვგონია საეჭვო იყოს, რომ მძიმე წუთებში ანტანტა ისევე მიატოვებს საქართველოს, როგორც სომხეთი მიატოვა"

საბჭოთა საკომუნიკაციო სისტემა

"დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა. მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს... დროშები ჩქარა! "

„ რა არის ერთი ან ორი ადამიანის სიცოცხლე, როცა საქმე მილიონების ბედნიერებას ეხება“ - ფილმი "მონანიება"

"Жить стало лучше, жить стало веселее"

პირველი მსხვერპლი - ქ ა ლ ი !

"თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა... დროშები, დროშები ჩქარა!"

"გახსოვს, ტაბახმელავ, ბრძოლები გმირული და მკერდი მრავალის შენთვის განგმირული. ქალებო, შეამკეთ მათი საფლავები, საქართველოსათვის ვინც დადეს თავები."

"ძალადობა არის როგორც აუცილებელი, ასევე სასარგებლო და არსებობს პირობები, რომლის თანახმად, ძალადობა ვერ გამოიღებს შედეგს." - ლენინი

"ზოგადად, გაბოროტებული, ყველაზე უარეს როლს თამაშობს პოლიტიკაში."

"ერთი ჭეშმარიტება, ერთი აზრი, ერთი გაზეთი და ერთი იდეოლოგია"

გახსოვდეთ მხოლოდ ერთი რამ, ყოველთვის ერთფეროვანი!
დაიხვრიტონ როგორც ცოფიანი ძაღლები!

"ყველა, ვინც საბჭოთა რეჟიმს ეწინააღმდეგება ის იხვრიტება!"

სიკვდილმისჯილებისთვის...

"თავისუფლება, თავისუფლება, ეს ყველაზე საშიში რამეა“.

"თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი."

"სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი!"

თავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე ....

"კმარა წელზე ფეხის დადგმით თავის შენარჩუნებაზე ფიქრი! დროა დიდ ერად ქცევაზე ოცნების ჟამმა დარეკოს.. დაე, არწივის გაფრენას ედაროს ოცნება იგი, რათა ოცნება მიზნად იქცეს, მიზანი კი - საქმედ!"

"კმარა წელზე ფეხის დადგმით თავის შენარჩუნებაზე ფიქრი! დროა დიდ ერად ქცევაზე ოცნების ჟამმა დარეკოს.. დაე, არწივის გაფრენას ედაროს ოცნება იგი, რათა ოცნება მიზნად იქცეს, მიზანი კი - საქმედ!"

მერაბ კოსტავა

“ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას”. - ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია

"პიროვნების ხელშეუხებლობა, თავისუფლება სინდისისა და რწმენისა, სიტყვა – წერისა, კრებისა, თავისუფლება კავშირებისა და გაფიცვისა, აი, ის შვიდი უმთავრესი თავისუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად სქესისა, სარწმუნოებისა, რჯულისა და ეროვნებისა." - აკაკი წერეთელი

“დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც”.

“ნამდვილი დამოუკიდებლობის გზა, ჩემი აზრით, ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის რესტავრაციით, მრავალი თვალსაზრისით უკვე დაკარგული ეროვნული სიამაყის, ეროვნული ღირსების აღორძინებით უნდა დაიწყოს”.

"ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი"

მასალაზე მუშაობდა: დავით სორდია, რუსუდან შანთაძე და ანამარია ქუთათელაძე

NextPrevious