2022 წლის 27 მარტს ოსკარის დაჯილდოების 94-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, "დოლბის თეატრში" გაიმართა. პანდემიით გამოწვეული ორწლიანი ქაოსის შემდეგ, ჰოლივუდის ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ჩვეული შარმითა და მსოფლიო დონის დიზაინერების სამოსით წარსდგნენ.
ოსკარი შეერთებულ შტატებში, კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად, ყოველწლიურად გამართული დაჯილდოების ცერემონიაა. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ჯილდოვდება ქანდაკების ასლით, რომელსაც ოფიციალურად აკადემიის ღირსების პრიზი ეწოდება და მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც „ოსკარი“.
ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში“ გაიმართა, ხოლო ტელეეთერში პირველად 1953 წელს გადაიცა. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში არის უზრუნველყოფილი.
„კინოაკადემიის ღირსების პრიზი“ დამზადებულია მოოქროვილი ბრიტანიუმისგან, შავი ფერის ლითონის სადგამით. სიმაღლეში არის 34 სმ, იწონის 3.85 კგ-ს. არტ-დეკოს სტილში გამოსახულ რაინდს ხელთ უპყრია ჯვაროსნის ხმალი, დგას კინოფირის ხუთ კოლოფზე, რაც სიმბოლურად გამოხატავს კინოაკადემიის ხუთ მთავარ მიმართულებას: მსახიობები, მწერლები, რეჟისორები, პროდიუსერები და ტექნიკური პერსონალი.
გთავაზობთ ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ვარსკვლავების სიას, ოსკარის 94 - ე ცერემონიიდან
საუკეთესო მამაკაცი მსახიობის როლი წელს უილ სმიტს ხვდა წილად, ფილმისთვის "მეფე რიჩარდი". სმიტმა წითელ ხალიჩაზე კრიტიკოსების ყურადღება "დოლჩე და გაბანას" შავი სმოკინგით მიიპყრო.
წლევანდელი ცერემონიის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კადრი, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა, სწორედ უილსა და ქრის როქს შორის მომხდარი ინციდენტი იყო, რადგან უილ სმიტმა მსახიობს სახეში გაარტყა მისი მეუღლის ვარცხნილობაზე ხუმრობისათვის.
როგორც ცნობილია, ჯეიდა სმიტს აქვს დაავადება, რის გამოც თმის გადაპარსვა უწევს. მოგვიანებით, სმიტმა ბოდიში მოუხადა აკადემიას, თუმცა არა ქრის როქს.
ისტორიაში პირველად, ორმა მსახიობმა მიიღო ჯილდო, ერთი და იმავე პერსონაჟის შესრულებისთვის.
რა თქმა უნდა, როდესაც მოდასა და შოუს მოპარვაზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და გავლენიანი ოჯახი.
გასული წლის მოდის სიმბოლო, კიმ კარდაშიანი, წითელ ხალიჩაზე "ბალენსიაგას" კაბით გამოჩნდა, კაბის დიზაინი დემნა გვასალიას ეკუთვნის.
ქართველი დიზაინერის კაბა მოირგო ასევე მისმა დამ, ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელმა, ქენდალ ჯენერმაც.
რაც შეეხება კორტნი კარდაშიანს, ის ოსკარს საქმროსთან, ტრევის ბარკერთან ერთად, "ტიერი მაგლერის" კაბაში დაესწრო.
ამ შთამბეჭდავი და მართლაც, რომ ელეგანტური დიზაინების მიუხედავად, სოფი ტერნერნა, კრისტენ სტიუარტმა და ზოი კრავიცმა შეძლეს და გულშემატკივრების კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვნენ.