View Static Version
Loading

,,ხელოვნება რომ არა, ადამიანის არსებობასაც არ ექნებოდა აზრი" ლაშა გურგენიძის პორტრეტი

მისთვის ხელოვნება არის სულისთვის წყალი და ჰაერი და ყველაზე ღირებული რამ, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია. ,,ცხოვრება ძალიან შავ-თეთრი იქნებოდა, აი ხელოვნებამ ძალიან დიდი აზრი შესძინა ადამიანის არსებობას - ფერი შეჰმატა''

,,სცენაზე დგომის დროს არსებული გრძნობა შეუძლებელია ვიღაცამ აღწეროს. მე მგონია, მსახიობს დეტექტორიც რომ მიუერთონ, ის ვნებათაღელვა მაინც ვერ განმეორდება. ეს არის გრძნობა, რომელსაც ვერცერთი შკალა აღწერს. მარტივად რომ ვთქვა, სრული საგიჟეთი გემართება შიგნით‘’

მსახიობისთვის თავისუფლება არის საკუთარი თავის მართვა - როდესაც საკუთარ თავს არ აძლევ ყველაფრის უფლებას. მისი თქმით, ადამიანს აქვს ფასეულობები და ღირებულებები. ,,სიტყვა გვეუბნება - „თავის უფლება“ ანუ შენი თავის უფალი ხარ, შენ თავს შენ ფლობ ყველაფერში და ყველგან ''

,,ყველა ადამიანს აქვს კომპლექსები, ჩვენ - მსახიობებს, ალბათ ყველაზე მეტი. უბრალოდ ეს ყოველივე გარედან არ ჩანს“

მისი თქმით იმისათვის, რომ კარგი მსახიობი იყო, უნდა იყო ნიჭიერი და გქონდეს შესაძლებლობები, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც შრომისმოყვარეობაა, რადგან ბევრი შრომით ადამიანი ყველაფერს მიაღწევს.

ავტორი: მარია ლოჩოშვილი

NextPrevious