ანდრო დგებუაძე კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი, ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში. ასევე არის კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი და ტრენერი გუნდური მუშაობის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტისა, მარკეტინგისა და კრიტიკული აზროვნების თემებზე. სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა USAID და მსოფლიო ბანკი. ანდრო ამასთანავე ბლოგერია, მონაწილეობა აქვს მიღებული საჯაროდ სიტყვის გამოსვლის არაერთ პლატფორმაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მისი ინტერესის სფერო ასევე არის მუსიკა: ჯაზი, ეთნოჯაზი, ფოლკი და სხვა.
ამბობს, რომ არ იცის ვინ არის. რაღაც ნაწილი იპოვა, რაღაც ნაწილს კი ისევ ეძებს. "რაღაც დონეზე ვიპოვე საკუთარი თავი, მე სულ ვეძებ, რომ კონტურები გამოიკვეთოს ვინ არის ანდრო. ვერ ვისვენებ, რადგან ვგრძნობ, რომ რაღაცები დამრჩა გასაკეთებელი. რაღაც ნაწილი გავიგე, ვინ ვარ მე, მაგრამ ბოლომდე ვერ"
ამბობს,რომ ყველაფერი საკუთარი თავის შემეცნებაა, მათ შორის მუსიკაც. "მუსიკაც ერთ-ერთი სფეროა, სადაც მე ვთამაშობ. სულ რომ ქვეყანა დაიქცეს,და ეს მუსიკა დამრჩეს, მაინც ბედნიერი ვიქნები. მუსიკა არის ის, რითიც ვეძებ ჩემს თავს ."
"ხელოვნებაც ერთ-ერთი მნიშველოვანია, რაც მეხმარება ანდროს პოვნაში". ფიქრობს, რომ შემოქმედებაც შემეცნებას ემსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, რომ ვიღაცეები ფიოლოსოფიურად ხოცავენ ერთმანეთს რადგან ეს ადამიანები ფიქრობენ,რომ შემოქმედება და შემეცნება ტოლია, ის მაინც ამბობს,რომ შემეცნება უფრო მაღლაა და შემოქმედებაც შემეცნებას ემსახურება. სწორედ ესაა მიზეზი, თუ როგორ გეხმარება ხელოვნება საკუთარი თავის პოვნაში. რჩევის სახით გვეუბნება: "აიღე ფურცელი და ფანქარი, დაბღაჭნე უბრალოდ რაღაც და როდესაც ამ ნახატს აიღებ, მიხვდები ვინ ხარ შენ!"
"90იანებიდან ფაქტობრივად კარგი არაფერი მახსოვს. მაშინ მე სტუდენტი ვიყავი.ეს ის პერიოდია, როცა ყალიბდები, როცა უნდა აირჩიო თუ რა გზით წახვიდე. მაშინ ორი გზა იყო:ან განგსტერული გზით უნდა წასულიყავი ან თავის დასაღწევი რაიმე სხვა საშუალება უნდა გეპოვა. მე მაშინ პროგრამირებამ გადამარჩინა, თორემ გარეთ ხდებოდა სრული საშინელება, იმ გაგებით, რომ ბევრი ჩემი ნაცნობი იმ სიტუაციის გამო ახლა საფლავშია, ბევრმა ცხოვრების არსი დაკარგა." როგორც ამბობს უამრავი ფაქტორი იყო, რის გამოც იმ ბნელ სამყაროს თავი აარიდა, მათ შორის ოჯახი, რომელიც არასდროს ყოფილა იმ სამყაროში, პირიქით, გვეუბნება, რომ მამა ინჟინერი, დედა კი მუსიკოსი ყავდა. "ბუნებრივია, რომ ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანი იყო რადგან თუ ჩემს მშობლებს რამის გაკეთება შეეძლოთ - ყველაფერი გააკეთეს. ჩემი სახლი სავსე იყო წიგნებით, მიუხედავად იმისა, რომ არ ვკითხულობდი. მაგრამ მთავარი გარდამტეხი ის იყო, რომ თუ რაღაცას აკეთებ უნდა მოგწონდეს ეს, მე კი არასდროს მომწონებია განგსტერული"
სულით მაძიებელ ანდრო დგებუაძეს, რომელიც არაერთი სფეროთია გატაცებული ორი განათლება აქვს მიღებული. "ჩავაბარე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაშინ „გეპეიში“. ფილოლოგი არასდროს ვყოფილვარ, მე ვარ მეტალურგი-ინჟნერი. იამ პროფესიას ვუმადლი ბევრ რამეს, მათ შორის ლოგიკურ აზროვნებას. მეორე განათლებით ვარ ფინანსისტი, ეს განათლება მივიღე საფრანგეთში და რომ ჩამოვედი ვიფიქრე- აი ახლა დამავიწყდება ყველაფერი და დავიწყე ლექტორობა, ბევრი წლის შემდეგ სპიკერობის გადაწყეტილება უკვე მარტივი იყო და, შესაბამისად, ამ გზით მივედი საჯარო ლექციებამდე." საკუთარ თავს წარმატებულს არ უწოდებს, ამბობს,რომ წარმატებულს სხვები ეძახიან. "მე ის ვარ რაც ვარ, და ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ. უბრალოდ დილით ვიღვიძებ მერე ვწვები-ვიძინებ და ვიღაც ამას არქმევს წარმატებას."
"ადამიანში სინდისი არის მთავარი. მე რომ ვამბობ სიტყვა სინდისს, ეს ის გაგების სინდისი არაა, რომელსაც ქართველები ამბობენ."
"სინდისს როცა ვამბობთ ქართველები ვგულისხმობთ, რომ ქეჯნის ელემენტი უნდა იყოს, მე კი ვამბობ, რომ ყველაფერი სინდისზეა აგებული: ისიც სინდისია კითხვას რომ მისვამთ და ის მომენტიც, როცა მე ვწყვეტ როგორი პასუხი გაგცეთ - ტვინიდან თუ სინდისიდან., ანუ მართლა ვიფიქირო, თუ უკვე ნაფიქრი მეხსიერებიდან გიპასუხოთ. აი სინდისს ვეძახი იმას, რაც გაგდებს სინამდვილეში, როცა ცოცხლად შეგიძლია პირველწყაროდან წამოიღო პასუხი და არა უკვე ნაფიქრიდან, აი ამას ვეძახი სინდისს."
"იმისთვის რომ ადამიანი იყოს კარგი, აუცილებლად უნდა იყოს გულწრფელი."
ამბობს,რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ,მაგრამ უმარტივესია ადამიანი იდეალურს მიუახლოვდეს და ეს მაშინ ხდება როდესაც ადამიანი საკუთარი თავის მოტყუებას წყვეტს.
"უნდა გადაწყვიტყო რომ არ მოიტყუო შენ თავთან. როცა ხარ ბოლომდე მართალი საკუთარ თავთან, სწორედ მაგ დროს ხარ იდეალურთან მიახლოებული. არაფრის სწავლა, მეცადინეობა და ვარჯიში არ გჭირდება, უბრალოდ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტო საკუთარ თავთან რომ ტყუილი არ თქვა. როცა ადამიანი საკუთარ თავს არ მოატყუებს ის სინდისია და ის უკვე ღმერთია."
თვლის,რომ ცხოვერბაში სამი ეტაპია, ერთი ეტაპია როდესაც ავყევი ვიღაცის აზრსს, მეორეა - როდესაც არ ავყევი და მესამეა, როდესაც მივაგენი სინდისს. "აი მეორე ეტაპი არის თავისუფლება. თავისუფლება, ეს არის აუცილებელი ეტაპი სინდისამდე მისასვლელად."
ფიქრობს,რომ ადამიანის შესაძლებლობებს ლიმიტი არ აქვს და მეტიც, ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ რაღაცის გაკეთება არ შეუძლიათ მათ საკუთარი ცხოვრებიდან შლის.
"სიყვარული არის ის როდესაც შენი სინდისი და სხვისი სინდისი ერთი და იგივეა. ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ნელ-ნელა მოდის. არ არსებობს კალენდარში შემოხაზული ერთი დღე როცა სიყვარულს პოულობ."
თვლის რომ ის არაა ადამიანი,რომელმაც სიყვარულზე უნდა ილაპარაკოს, რადგან ის ადამიანია, რომლისთვისაც საბოლოოდ ყველაფერი აზროვნებამდე დადის.
თვლის,რომ მოთმინება შეუძლია და ამას კარგ თვისებად აღიქვამს საკუთარ თავში, თუმცა მეორეს მხრივ რაღაცეებს ცალმხრივად უყურებს, ამას კი ცუდ თვისებად, მერე კი როგორც ამბობს დიდ წრეებზე უწევს სიარული. საბოლოოდ დიდ წრეებზე სიარულმა ანდრო დგებუაძე იქამდე ვერ მიიყვანა,რომ ბოლომდე ეპოვა საკუთარი თავი. მაგრამ მას ხომ მოთმინება შეუძლია, თან ითმენს და თან ეძებს, ეძებს და ფიქრობს რომ ორმოცდაათი წლის განმავლობაში თუ არა სიცოცხლის ბოლომდე მაინც გავა დამკაში და გააპრიალებს სარკეს,რომელშიც საბოლოოდ დაინახავს ვინ არის ის.