ცოტა ხნის წინ, პარიზში ფრანგული მოდის სახლის schiaparelli – ის ჩვენება გაიმართა. 2023 წლის ახალმა კოლექციამ ინტერნეტი ააფეთქა და საზოგადოების მხრიდან განსხვავებული რეაქციები დაიმსახურა.
კრიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ დიზაინერმა სამოსის შესაქმნელად დანტეს მიერ დაწერილი სამი ცოდვილი ცხოველის სიმბოლო გამოიყენა: ლომი - სიამაყე; ლეოპარდი - ვნება; მგელი - სიხარბე.
ნაწილის შეფასებით, მან მებრძოლი ცხოველების გამოსახვით, ქალის მებრძოლ ბუნებას კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი და ამით კიდევ უფრო მკაფიოდ თქვა მთავარი სათქმელი - რომ შეუძლებელი არაფერია.
სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი სახე იყო, თუმცა პაპარაცების ყურადღება 26 წლის მილიარდერმა, კაილი ჯენერმა მიიქცია.
არანაკლებ დიდი ყურადღება დაიმსახურა ამერიკელი რეპერის Doja Cat-ის ექსტრავაგანტურმა ჩაცმულობამ.
ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი საქციელით მოდის სახლი ცხოველებზე ძალადობის პროვოცირებას ცდილობს, მოდის კრიტიკოსები კი თვლიან, რომ ეს ტანსაცმელი უმთავრესად schiaparelli-ის გენიოსობას წარმოაჩენს.